Nokia-ს „ტელეფონი-ბანანი“ „მატრიციდან“ დაბრუნდა

Nokia-ს „ტელეფონი-ბანანი“ „მატრიციდან“ დაბრუნდა

1999 წელს კიანუ რივზი ცნობილი იყო „მატრიცაში“ ნეოს როლის შესრულებისთვის, და არა სკამზე დამწუხრებული სახით ჯდომისთვის. Nokia მაშინ „მობილური ტელეფონების მსოფლიოს წამყვანი მიმწოდებელი“ იყო და ეს პოპულარობა გამოიყენეს „მატრიცაში“ Nokia 8110-ის „ტელეფონი-ბანანის“ წარსადგენად. მაშინ ყველას, ვინც საკუთარ თავს მოდურად თვლიდა (მათ შორის მე), სურდა ზუსტად ისეთი Nokia-ს ტელეფონი, როგორიც ნეოს ჰქონდა, მაგრამ უმრავლესობას მოგვიწია შევჩერებულიყავით სლაიდერიან Nokia 7110-ზე.

ახლა კომპანია HMD, რომელიც Nokia-ს ბრენდით ტელეფონებს ქმნის, აცოცხლებს Nokia 8110-ს რეტრო კლასიკის სახით. ზუსტად ისევე, როგორც შარშან „მობილური ტელეფონების მსოფლიო კონგრესზე“ ყველასათვის მოულოდნელობად Nokia 3310 იქცა, Nokia 8110-ის მოდელი ნოსტალგიურ გრძნობებზე თამაშობს. ოდნავ მოღუნულ ტელეფონს აქვს სლაიდერი, რომლის საშუალებითაც ზარებზე პასუხი და დასრულება შეიძლება, ხოლო HMD ქმნის როგორც ტრადიციულ შავს, ისე ყვითელ, ბანანისფერ ვერსიას.

Nokia 8110 მუშაობს Smart Feature-ის ოპერაციულ სისტემაზე, ამიტომ მას ექნება მხოლოდ საბაზისო ფუნქციები და თქვენ არ გექნებათ წვდომა Android-ზე მომუშავე აპლიკაციებთან, რომლებიც Nokia-ს Android-ზე მომუშავე სხვა სმარტფონებისთვის არის ხელმისაწვდომი. თუმცა, HMD ამ ტელეფონისთვის ქმნის აპლიკაციების მაღაზიას, სადაც Facebook-იც იქნება წარმოდგენილი. შესაბამისად, არსებობს შესაძლებლობა, რომ ამ მობილურისთვის საკუთარი აპლიკაციები სხვა კომპანიებმაც შექმნან.

3310-ისგან განსხვავებით, 8110 მთელ ევროპაში LTE-ს მხარდაჭერით იქნება მიწოდებული, ხელმისაწვდომი იქნება 2-სიმბარათიანი ვერსიაც. მას ექნება Qualcomm 205 Mobile Platform-ის პროცესორი, 512-მეგაბაიტიანი ოპერატიული მეხსიერება და 4-გიგაბაიტიანი მეხსიერება.

ფოტოებში „ტელეფონი-ბანანი“ დიდი ჩანს, თუმცა ის შედარებით პატარაა, ვინაიდან აქვს 2,4-ინჩიანი QVGA დისპლეი და 2-მეგაპიქსელიანი უკანა კამერა. თქვენ შეძლებთ ითამაშოთ განახლებული Snake-იც, ხოლო ბატარეა ლოდინის რეჟიმში 25 დღე იმუშავებს.

Nokia 8110 გაყიდვაში მაისში გამოვა და მისი ფასი მხოლოდ 79 ევრო (97 აშშ დოლარი) იქნება.

ნოკიას ექსკლუზიური დისტრიბუტორი საქართველოში კვლავაც სავაჭრო სახლი გოლეთიანია.

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის