უნიკალური შესაძლებლობა მეღვინეებისთვის - გახადე შენი ღვინო გამორჩეული!

უნიკალური შესაძლებლობა მეღვინეებისთვის - გახადე შენი ღვინო გამორჩეული!

პროექტი ”10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ” კულმინაციას უახლოვდება. პროექტის ორგანიზატორი ”პალიტრა მედია ჰოლდინგი” მის საბოლოო ვერსიას 7 მარტს, 19:00 საათზე ”ბიბლუსი გალერეაში” (კანდელაკის 7) წარადგენს. ღონისძიებაზე მიწვეულნი არიან სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ღვინის კომპანიების ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.

პროექტი „10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ“ 15 ოქტომბერს „ქართული ღვინის ფესტივალზე“ დაიწყო, სადაც პირველი ბრმა დეგუსტაცია გაიმართა. მას შემდეგ ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ რეჟიმში, ღვინის ონლაინ მაღაზიის ვებ-გვერდზე allwine.ge-სა და ambebi.ge-ზე, სადაც ხმა 150 000-მდე ადამიანმა მისცა საკუთარ რჩეულს. პარალელურად, პროექტმა საჯარო თავშეყრის ადგილებში მოაწყო არაერთი ღონისძიება, სადაც ღვინის ბრმა დეგუსტაცია და ფარული კენჭისყრა მიმდინარეობდა.

სტუმრები დაგემოვნების შედეგად შერჩეულ ღვინოს ისე აძლევდნენ ხმას, რომ არ იცოდნენ, რომელი სახეობა იყო. ასევე, გამოკითხვის ფორმა და პროექტის საიმიჯო კომუნიკაცია იბეჭდებოდა გაზეთ “კვირის პალიტრისა” და ჟურნალ “გზის” ყოველკვირეულ გამოცემებში. საერთო ჯამში პროექტში საზოგადოების ძალიან მაღალი ჩართულობა დაფიქსირდა. რჩეული 10 ღვინის სახეობა, სწორედ ხალხის შერჩეულია.

პროექტის ხელმძღვანელის ირაკლი საამიშვილის განმარტებით, ეს არ არის მხოლოდ ლოკალური და ქართველ მომხმარებელზე გათვლილი პროქტი.

„პროექტის მიზანი 10 საუკეთესო ქართული ღვინის გამოვლენა და პოპულარიზაციაა, როგორც ქვეყანაში, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ჩვენ მიერ განხორციელებული აქტივობების შედეგად, მნიშვნელოვნად გაიზრდება რჩეული ქართული ღვინოების ცნობადობა და ხელმისაწვდომობა. შერჩეული 10 ღვინო საქართველოს სავიზიტო ბარათი გახდება და უცხოელი ვიზიტორებისთვის საუკეთესო სასაჩუქრე კრებული იქნება“ – განმარტავს ირაკლი საამიშვილი.

ხალხის არჩეული ღვინის სახეობებითა და სომელიეების მიერ გამოვლენილი საუკეთესო ღვინოების მიხედვით, ღვინის სასაჩუქრე/საკოლექციო/ტურისტული 5-5 ბოთლიანი შეფუთვა შეიქმნება. ამ დროისთვის უკვე ცნობილია წინასწარი შედეგები და ღვინის სახეობების სავარაუდო სია. ამჟამად იმ კომპანიების შერჩევის პროცესი მიმდინარეობს, რომლებიც აღნიშნული სახეობების საუკეთესო ღვინოებს აწარმოებენ.

პროექტის - ”10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ” კულმინაციური პროექტის პრეზენტაციაზე 100-მდე რჩეული ღვინის კომპანიის წარმომადგენლები 7 მარტს, 19:00 საათზე, ბიბლუსი გალერეაში შეიკრიბებიან. ღონისძიება დახურულია.

აზერბაიჯანის ტურიზმის საბჭო თბილისში ვიზიტორთა ცენტრ „Azerbaijan.Travel”-ს ხსნის

“დანკინში“ WOLT – ით შეკვეთისას Pickup სერვისი დაიწყო

როგორ მზადდება სახის მოვლის საშუალებები ლოკოკინისგან და რა განსაკუთრებულ თვისებებს შეიცავს ისინი