2 მარტს, 19:00 საათზე, ქ. რუსთავში დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში (კოსტავას #22) "ბიბლუსი"-ს მასშტაბური პროექტის "ლიტერატურული ტურნე 2018"-ის ფარგლებში მორიგი შეხვედრა გაიმართება.
მკითხველებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ მათთვის საყვარელ ქართველ მწერლებს, "გახდი ბესტსელერის ავტორის" გამარჯვებულებს: თათული ღვინიანიძეს, შორენა ხუხუას, ია კარგარეთელსა და ელის დოჯსონს, რომლებიც თავიანთ რომანებს წარადგენენ და მკითხველისთვის საინტერესო თემებზე ისაუბრებენ.
ლიტერატურულ საღამოზე მისული სტუმრებისთვის წიგნები "აღიარება ხელისგულზე". "შემოვალ ეტლით", "სხვა უდაბნოს საიდუმლო" და "რაფლეზია" -20%-იანი ფასდაკლებით გაიყიდება.
ლიტერატურული კონკურსისა და გამარჯვებულების შესახებ
დიდი სახალხო ლიტერატურული კონკურსი, "გახდი ბესტსელერის ავტორი" 2017 წელს "გამომცემლობა პალიტრა L"-ის მიერ ჩატარდა. მონაწილე ნამუშევართა უპრენცენდენტო რაოდენობა, 300-მდე რომანის დასაწყისი მკითხველმა და კვალიფიციურმა ჟიურის წევრებმა დამოუკიდებლად შეაფასეს. საბოლოოდ, კონკურსის შედეგად 4 გამარჯვებული გამოვლინდა. რომელთა რომანებმაც ძალიან მალე ხალხის დიდი სიყვარული დაიმსახურა. ეს ავტორებია:
თათული ღვინიანიძე - "აღიარება ხელისგულზე"
შორენა ხუხუა - "შემოვალ ეტლით"
ია კარგარეთელი - "სხვა უდაბნოს საიდუმლო"
ელის დოჯსონი - "რაფლეზია“