მადლობა ყველაზე ძვირფას ადამიანებს ყველაზე მამაცი ხალხისგან...

მადლობა ყველაზე ძვირფას ადამიანებს ყველაზე მამაცი ხალხისგან...

ცოტა ხნის წინ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის "ფეისბუქის" გვერდზე "ქავერად" გამოჩნდა ფოტო წარწერით, "#მადლობა". ჩვენ დავინტერესდით, ვის ეკუთვნოდა ეს სიტყვები და ვის უხდიდნენ მადლობას მეხანძრე-მაშველები. როგორც Ambebi.ge-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პრესსამსახურში განუცხადეს, ჟესტი, რომელმაც "ფეისბუქ" საზოგადოების ინტერესი გამოიწვია, 3 მარტს უკავშირდება. უფრო კონკრეტულად კი, მეხანძრე-მაშველები მადლობას უხდიან დედებს.

ასევე მათ "ფეისბუქის" გვერდზე გამოქვეყნდა 30 წამიანი, ემოციური ვიდეო, სადაც ყველაზე მამაცი პროფესიის წარმომადგენლები ყველაზე ძვირფას ადამიანებს, დედებს ყველაფრისთვის მადლობას უხდიან.