გაიცანით ქართულ-ამერიკული ოჯახი, რომელიც გემზე ცხოვრობს - "მზის ჩასვლას ოკეანეში მყოფი უყურებ..."

გაიცანით ქართულ-ამერიკული ოჯახი, რომელიც გემზე ცხოვრობს - "მზის ჩასვლას ოკეანეში მყოფი უყურებ..."

ერთ დღეს სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ გვერდზე წავაწყდი ქართულ-ამერიკულ ოჯახს, რომლებიც საკუთარ გემზე ცხოვრობენ და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობენ; აქვთ ბლოგი, სადაც თავიანთ შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ. მათი ცხოვრება სათავგადასავლო ფილმს მოგაგონებთ, რომელიც love story-ით იწყება. ირმა სვანაძე მეუღლესთან, რალფ ბურლესონთან, ქალიშვილ ანაბელთან და ორ ძაღლთან ერთად ახალი ვოიაჟებისთვის ემზადება.

- წარმოშობით ქუთაისიდან ვარ. 16 წლისა ქუთაისიდან პირდაპირ პარიზში აღმოვჩნდი, სადაც კონსერვატორიაში სასწავლებლად მიმიწვიეს. პარიზის კონსერვატორიის დამთავრების შემდეგ, სწავლა ბრიუსელის სამეფო კონსერვატორიაში გავაგრძელე, რის შემდეგაც ამერიკაში ცნობილმა პიანისტმა, ლექსო თორაძემ მიმიწვია ინდიანას უნივერსიტეტში, სადაც მივიღე მაგისტრის წოდება, მერე კი მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტში, დოქტორანტურის პროგრამაზე სწავლის გაგრძელება გადავწყვიტე და სწორედ იქ შევხვდი რალფ ბურლესონს. რალფმაც 16 წლის ასაკში თავისი პირველი კომპანია შექმნა. მთელი ცხოვრება ბიზნესში იყო ჩართული და ცხოვრობდა სხვადასხვა ქვეყანაში, მათ შორის: რუსეთში, უკრაინაში, ბრაზილიაში... 10 წელი "მაიკროსოფტის" ტოპმენეჯმენტში იყო, რის შემდეგაც ერთი წლით დასვენება გადაწყვიტა და თავისი ჰობით - პილოტობით დაკავდა - ზუსტად ჩვენი შეხვედრის წელს, დროებით მიჩიგანში ცხოვრობდა და ერთ-ერთ ამერიკულ ავიაკომპანიაში მუშაობდა. ჩვენი შეხვედრა მოხდა წიგნების მაღაზიის პატარა კაფეში, სადაც ყავის დასალევად შევედი.

რალფი გამეცნო და მოკლე საუბრის შემდეგ, ტელეფონის ნომრები გავცვალეთ. გავაფრთხილე, რომ 2 თვე არ დაერეკა, რადგან გასტროლებისათვის ვემზადებოდი და თავისუფალი დრო არ მექნებოდა. ორი თვის შემდეგ დამირეკა და მკითხა: ხვალ თუ გცალია, ნიუ-იორკში წავიდეთო. მეგონა ხუმრობდა, მაგრამ მეორე დღეს აეროპორტიდან დამირეკა და მთხოვა, იქ შევხვედროდი. მომხიბლა არაორდინარული პაემნის იდეამ და დავთანხმდი. ნიუ-იორკში, აეროპორტიდან გამოსვლისთანავე, ლიმუზინი დაგვხვდა. მე კიდევ იმდენად მინდოდა ამ ქალაქში ფეხით სიარული, მეტროთი მგზავრობა და ხალხთან კომუნიკაცია, რომ მანქანაში არ ჩავჯექი და მთელი დღე მეტროთი და ავტობუსებით ვატარე, რასაც დღემდე მწარედ იხსენებს (იღიმის). მეორე პაემანზე ჩემი და - ცირაც წავიყვანე (ისიც მიჩიგანის შტატის უნივერსიტეტში, დოქტორანტურაში სწავლობდა და ერთად ვცხოვრობდით).

ამჯერად რალფმა პატარა თვითმფრინავით გასეირნება მოინდომა და ერთ-ერთ კუნძულზე გავფრინდით... ამის შემდეგ რალფმა გადაწყვიტა, რომ ჩვენი ურთიერთობისთვის ღირდა საცხოვრებლად სიეტლიდან მიჩიგანში გადმოსვლა მანამ, ვიდრე სწავლას დავამთავრებდი, მერე კი, როცა სწავლა დავასრულე, სან-ფრანცისკოში ერთად წავედით და სწორედ იქ დაიბადა ანაბელიც. ორივეს ძალიან გვიყვარდა ეს ქალაქი, მაგრამ გვინდოდა, ანაბელს პირველი წლები საქართველოში გაეტარებინა, რათა მეტად შეეგრძნო ქართველობა. ჰოდა, 2011 წელს ქუთაისში, ჩემი მშობლების პატარა ბინაში ჩავედით საცხოვრებლად და ამავდროულად, ბიზნესსაქმიანობა გადავწყვიტეთ. დავაარსეთ საფინანსო ორგანიზაცია და გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციაც, რომელიც დღემდე ატარებს უფასო სემინარებს და რეგიონებში უამრავ ახალგაზრდას ეხმარება გზის გაკვალვაში. ჩემი და რალფის დიდი სიამაყეა GC პარკი ქუთაისში, რომელიც პატარა, მაგრამ ნათელი და მწვანე წერტილია ავტოსადგომებითა და ბეტონით გადატვირთული ქალაქის ცენტრალურ უბანში.

- რატომ გადაწყვიტეთ კრუიზში გამგზავრება და გემზე ცხოვრება?

- მოგზაურობა ორივეს გვიყვარს. რაც მთავარია, არასოდეს ველოდებით, თუ როდის გვექნება საკმარისი თანხა სამოგზაუროდ. ანაბელი 3 წლის იყო, როდესაც მანქანით ევროპის მოვლა გადავწყვიტეთ. ძველი მანქანა ვიყიდეთ გერმანიაში და ორი თვე უმეტესად, ავტომობილში ვიცხოვრეთ. კომფორტი ვის არ უყვარს, მაგრამ კარგი პირობების არქონაც ვერ შეგვაჩერებს და შედეგად, ბევრი თავგადასავალიც შევიძინეთ. ჯერ კიდევ სან-ფრანცისკოში ცხოვრებისას დავთქვით, რომ დაახლოებით 5-6 წელიწადში პატარა მიკროავტობუსით სამხრეთ ამერიკას მოვივლიდით. გავიდა წლები, მაგრამ ეს ოცნება ვერ ავისრულეთ. ანაბელიც გაიზარდა, თან ისე ჩქარა, რომ სამწუხაროდ, 24-საათიანი მუშაობის გამო, ბევრი რამ გამოვტოვეთ მის ცხოვრებაში.. განაგრძეთ კითხვა

აჭარაში მოხუცთა სახლისა და თავშესაფრის 29 ბენეფიციარი კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა

"არც ერთი ქმედება არ განგვიხორციელებია კანონის საწინააღმდეგოდ - ძალიან უცხოა ბრალდება, რაც წაგვიყენეს" - ნატალია ილიჩოვა

საქართველომ ბელარუსი 1:0 დაამარცხა - ეროვნული ნაკრები ერთა ლიგის ფინალშია