რამდენი ავარიული შენობაა თბილისში, რომელიც 1960 დან 1990 წლებამდე აშენდა და როგორ გადავურჩეთ დამანგრეველ მიწისძვრას

რამდენი ავარიული შენობაა თბილისში, რომელიც 1960 დან 1990 წლებამდე აშენდა და როგორ გადავურჩეთ დამანგრეველ მიწისძვრას

ჯერ კიდევ წინა საუკუნის მიწურულს მეზობელ სომხეთში, სპიტაკის დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ დადგინდა, რომ საქართველოს, რომელიც ისედაც აქტიურ სეისმურ ზონაშია, უფრო დიდი საფრთხე დაემუქრა. შენობა-ნაგებობების სეისმომედეგობის განმსაზღვრელმა ორგანიზაციებმა დაადგინეს, რომ საქართველოში 8 ბალზე ნაკლები გამძლეობის სეისმომედეგობის მშენებლობა დაუშვებელია. თუმცა შეცვლილ პოლიტიკურ რეალობას მშენებლობის სფეროში ხანგრძლივი უძრაობა და სამეცნიერო სამუშაოების შეწყვეტა მოჰყვა. ყოფილი საბჭოთა კავშირის მასშტაბით უანალოგო ზავრიევის სამეცნიერო ინსტიტუტი და "თბილზნიეპი" არა მხოლოდ სხვა ქვეყნებს ვეღარ კარნახობდნენ მიწისძვრისგან თავდასაცავ სიახლეებს, მინიმალურ კვლევებსაც ვეღარ ატარებდნენ - კრიზისულ საქართველოში მეცნიერებისთვის დასახარჯი ფული დეფიციტი გახდა. მოგვიანებით, რეფორმების სახელით, სეისმურ პრობლემებზე მომუშავე ინსტიტუტები საერთოდ გააუქმეს. როგორც ვარაუდობენ, ამ გადაწყვეტილების მოტივი ის იყო, რომ ხარისხიან მშენებლობას მნიშვნელოვანი კვლევები, მათ შორის სეისმომედეგობაზეც სჭირდება, ეს კი თანხებს მოითხოვს, რაც თურმე მშენებლობას აძვირებს და შესაბამისად, მშენებელს, დეველოპერსა და ხშირ შემთხვევაში მათ ზურგს უკან მყოფ მოხელეებს მოგებას უმცირებს. ძნელია, მოკვლევების გარეშე კონკრეტული პირების დადანაშაულება, თუმცა, ექსპერტების თქმით, ნათლად ჩანს სამშენებლო სფეროსა და კანონმდებლობაში გატარებული ე.წ. რეფორმების უმძიმესი შედეგი - უკონტროლო მშენებლობები.

როგორ შეიძლება შეფასდეს მოსალოდნელი საფრთხე, რომლის წინაშე საქართველო და განსაკუთრებით თბილისი დგას? ექსპერტების თქმით, სწორედ ზემოთ აღნიშნული ინსტიტუტების გაუქმების გამო ამის თქმა შეუძლებელია. კერძოდ, უნდა შეისწავლონ, რა ტიპის შენობა-ნაგებობებისგან შედგება თბილისი, როგორია მათი ხანდაზმულობის ვადა, რა უსაფრთხოების ნორმებია გამოყენებული და როგორ შეიძლება ეშველოს უკვე ავარიულ შენობებს. ამ დროისთვის მხოლოდ ის ვიცით, რომ ქალაქის ერთი ნაწილი მანამდე აშენდა, ვიდრე სეისმომედეგობის საკითხი წამოიჭრებოდა, უფრო დიდი ნაწილი კი გასული საუკუნის 60-დან 80-იანი წლების ბოლომდე პერიოდში განაშენიანდა და მაქსიმალური სეისმოგამძლეობა 7 ბალზეა გათვლილი. ექსპერტების განმარტებით, საგანგებო კვლევების გარეშეც ჩანს, რომ ბოლო 15 წლის განმავლობაში აშენებულ შენობებში, ფაქტობრივად, არ გამოუყენებიათ სეისმოიზოლაცია. უსაფრთხოების ასეთი მეთოდი მხოლოდ გმირთა მოედნის ესტაკადებზეა გათვალისწინებული.

"კვირის პალიტრა" შეეცადა მერიაში გაერკვია, არის თუ არა რეგისტრირებული, რამდენი ავარიული შენობაა თბილისში, რომელიც აშენდა 1960 წლამდე და 1990 წლამდე; "მშენებლობის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შენობა-ნაგებობების სეისმომედეგობა გათვლილი უნდა იყოს 8 ბალზე, იგეგმება თუ არა იმ შენობა-ნაგებობების გამაგრება, რომელთა სეისმომედეგობა მხოლოდ 7 ბალზე ან ნაკლებზეა გათვლილი; მოსალოდნელი მიწისძვრისგან დასაცავად თუ იგეგმება სეისმოიზოლატორების დანერგვა?

მერიაში გვიპასუხეს, რომ შენობა-ნაგებობების წლოვანების ან სეისმომედეგობის დასადგენად კვლევები არ ჩატარებულა და არც სტატისტიკა არსებობს, ახლა დავიწყეთ ძველი თბილისის რეაბილიტაცია და პირველ ეტაპზე ძველ თბილისში არსებულ სახლებს შევისწავლითო. ახალი გენგეგმის დაწუნების მიზეზი კვლევების უქონლობაც ყოფილა. სანამ სახელმწიფო ამ პრობლემით დაინტერესდება, თუ ვინმეს სურს გაიგოს, როგორ სახლში ცხოვრობს, შეუძლია დაიქირაოს ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც განსაზღვრავს შენობის მდგომარეობას და შეუძლია ხარვეზების აღმოფხვრაზე იზრუნოს. მით უფრო, რომ მშენებლობის დარგში ევროკავშირის ექსპერტი მალხაზ ბედიაშვილი გვაიმედებს, რომ გამოსავალი არსებობს. განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი