ავტორი:

"ყველა პაციენტს ვაფრთხილებ, საძინებელში არ უნდა იყოს არანაირი სათამაშო" - რის შესახებ აფრთხილებს თემურ მიქელაძე მშობლებს

"ყველა პაციენტს ვაფრთხილებ, საძინებელში არ უნდა იყოს არანაირი სათამაშო" - რის შესახებ აფრთხილებს თემურ მიქელაძე მშობლებს

ორგანიზმში ტყვიის მოხვედრის საშიშროებაზე უამრავი მშობელი ღელავს. ტყვია საკვებსა თუ სათამაშოებში არასერთხელ გახდა მედიის განხილვის თემაც. ეს პრობლემა ჩვენს რეალობაში ახალია და მშობლებს უამრავი კითხვა ჯერ კიდევ უპასუხოდ რჩებათ.

ცნობილი პედიატრის თემურ მიქელაძის თქმით, ტყვიის შემცველობა არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არის მომატებული.

"ძირითადად მომატებულია დაბინძურებული ეკოლოგიური გარემოს გამო. მაგალითად, ტყვიას შეიცავს ბენზინი, თხევადი გაზი, სანელებლები... თუმცა, სანელებლებში მაშინ გვხვდება, როდესაც ქიმიურ ნვთიერებებს უმატებენ. განსაკუთრებით, ჩინეთიდან ან ინდოეთიდან შემოტანილ სანელებლებში შეინიშნება, ასევე სხვადასხვა საღებავებში.

ჩვენთან ტყვიის შემცველობა მომატებულია სამშენებლო მტვრის გამო. თბილისი ხომ სამშენებლო ქალაქად გადაიქცა. ბევრია უხარისხო საშენი მასალა და თითქმის ყველა მათგანი შეიძლება იყოს ტყვიის შემცველობის. შესაბამისად, ტყვიით მოწამვლა ვითარდება ადამიანის ორგანიზმში მისი ხანგძლივი მოქმედებით და გააჩნია სხვადასხვა კლინიკური სიპტომატიკის მრავალფეროვნება.

- რა სიმპტომები ახასიათებს ტყვიით მოწამვლას?

- ტყვიით მოწამვლას არა ცალკეული კლინიკური გამოვლინებები, არამედ ზოგადი სიმპტომები ახასიათებს. ისე არ უნდა გავიგოთ, თითქოს ტყვიით მოწამვლა ყველას ემუქრება. თუ პაციენტი სრულფასოვნად იკვებება, მისი ორგანიზმი გაჯერებულია კალციუმით, ც ვიტამინით და რკინით, მისი ტყვიით მოწამვლა თითქმის ნულის ტოლია... თუ არ იქნება კვებითი ბალანსი, მაშინ შეიძლება ყველას განუვითარდეს.

...არსებობს ტყვიის შემცველი კოსმეტიკური საშუალებები, ალკოჰოლური სასმელები. ტყვიით მოწამვლა შეიძლება გამოიწვიოს რასაკვირველია უხარისხო სათამაშოებმა, რომლითაც ქართული ბაზარი გაჯერებულია - პლასტილინები, საღებავები – ინდური და ჩინური სათამაშოები... პაციენტებს ყოველთვის ვაფრთხილებ, რომ საძინებელში არ უნდა იყოს არანაირი სათამაშო. შეიძლება მაღალი ხარისხის სათამაშო იყოს, მაგრამ კაცმა არ იცის, მასში არის თუ არა ტყვიის შემცველობა....განაგრძეთ კითხვა

როგორ უნდა შეივსოს განაცხადი დაქირავებულ პირთა კომპენსაციის მისაღებად - შემოსავლების სამსახური ინსტრუქციას ავრცელებს

"ვიმედოვნებ, 1-ლი ივნისიდან ჩვენი კლინიკა კოვიდთან ბრძოლას შეწყვეტს" - ლევან რატიანი

თვითდასაქმებულები დახმარების მისაღებად რეგისტრაციას დღეიდან შეძლებენ