სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოძრაობა ორივე მიმართულებით სრულად შეჩერებულია

სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე მოძრაობა ორივე მიმართულებით სრულად შეჩერებულია

დღეს, დაახლოებით, 17:00 საათიდან, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე "სარფი" გათიშულია საპოლიციო კონტროლის ელექტრონული სისტემა, რის გამოც მოძრაობა სრულად შეჩერებულია ორივე მიმართულებით, - ამის შესახებ ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

"როგორც ქართველ მებაჟეებს თურქმა კოლეგებმა აცნობეს, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები პრობლემის აღმოსაფხვრელად, თუმცა კონკრეტული დრო, როდის შეძლებს თურქული მხრიდან "სარფის" საბაჟო-გამშვები პუნქტი მუშაობის აღდგენას, ჯერჯერობით, უცნობია. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ქართული მხრიდან მგზავრთა და ტვირთების გადაადგილების პრობლემა არ არსებობს. ნებისმიერ მსურველს, რომელიც გეგმავს აღნიშნული მიმართულებით გადაადგილებას, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე ე.წ. LIVE კამერების საშუალებით, შეუძლია თვალყური ადევნოს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე არსებულ ვითარებას.

ქართული მხარე 24/7 რეჟიმში მუშაობას განაახლებს მაშინვე, როგორც კი თურქეთის მხარეს, საბაჟო-გამშვები პუნქტი "სარფი" შეძლებს მგზავრებისა და ტვირების მომსახურებას", - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი