ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები პროექტს - "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" დადებითად აფასებენ

ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები პროექტს - "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" დადებითად აფასებენ

ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები „პალიტრა მედია ჰოლდინგის“ პროექტს - „10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ“ დადებითად აფასებენ.

ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები პროექტის პირველი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრნენ, სადაც 10 რჩეული ღვინის სახეობა გამოვლინდა.

"ძალიან საინტერესო პროექტია. ეს არის საუკეთესო საშუალება იმისთვის, რომ გამოვლინდეს საუკეთესო ღვინო და მიეცეს ყველას საშუალება, მათ შორის, მცირე მეწარმეებს, რომ დადონ თავიანთი ნამუშევარი და წარმოაჩინონ თავიანთი კომპანია. ჩვენი კომპანია - "ძმები ხუციშვილები" მონაწილეობს ამ პროექტში და იმედი გვაქვს, რომ წარმატებას მივაღწევთ. ჩვენ ვიქნებით წარმოდგენილი საფერავით, რქაწითელით და ქისით", - განაცხადა ღვინის მწარმოებელი კომპანია "ძმები ხუციშვილების" დამფუძნებელმა გელა ხუციშვილმა.

"ძალიან კმაყოფილები ვართ პრეზენტაციით. მსგავსი პროექტი მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენი კომპანია აწარმოებს ყველა პროდუქტს იმ ათეულიდან, რომელიც იყო წარმოდგენილი. აუცილებლად ვაპირებთ მივიღოთ მონაწილეობა ამ პროექტში. გვაქვს პრეტენზია, რომ ვაწარმოებთ საკმაოდ ხარისხიან ქართულ პროდუქტს და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ერთ-ერთი, თუ რამოდენიმე არა, მაინც მოხვდება ამ ათეულში. ჩვენ საფერავს, ქისს, ტვიშს და ქინძმარაულს წარმოვადგენთ უმაღლესი ხარისხით", - განაცხადა ღვინის მწარმოებელი კომპანია TWC-ის გენერალურმა დირექტორმა დურმიშხან თიგიშვილმა.

"პალიტრა მედია ჰოლდინგის" პროექტის - "10 ღვინო, რომელიც უნდა გასინჯო, სანამ ცოცხალი ხარ" რჩეული ღვინის სახეობები უკვე ცნობილია. "ბიბლუსი გალერეაში" გამართულ პრეზენტაციაზე, რომელსაც ღვინის კომპანიების წარმომადგენლები და სომელიეები ესწრებოდნენ, პროექტის ორგანიზატორებმა ღვინის სახეობების ჩამონათვალი გაასაჯაროეს.

რჩეული ღვინის სახეობებს შორისაა - საფერავი, ტვიში, წინანდალი, ციცქა, ქინძმარაული, რქაწითელი, ხვანჭკარა, მუკუზანი, ქისი და მწვანე. პროექტის მეორე ეტაპი მარტის ბოლოს დაიწყება და გამოვლინდება საუკეთესო ღვინის მწარმოებელი კომპანიები.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი