17 წლის ბიჭი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, ამბობს, რომ სახიფათო ინტერნეტ-თამაშს თამაშობდა

17 წლის ბიჭი, რომელმაც თვითმკვლელობა სცადა, ამბობს, რომ სახიფათო ინტერნეტ-თამაშს თამაშობდა

17 წლის მოზარდი, რომელმაც გასულ წელს ხელვაჩაურში თვითმკვლელობა სცადა, ადასტურებს, რომ სახიფათო ინტერნეტ თამაშით იყო დაკავებული, - აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, არასრულწლოვანი აცხადებს, რომ მეგობრებთან ერთად თამაშის შესახებ მედიის საშუალებით შეიტყო და ამის შემდეგ დაიწყო ინფორმაციის მოძიება. ამასთან, ტელევიზიის ინფორმაციით, მოზარდი აღნიშნავს, რომ უშუალოდ თვითმკვლელობის მცდელობა მხოლოდ თამაშს არ უკავშირდება.

„აზარტულად ვიყავი განწყობილი. ჩემი თავის გამოცდა მინდოდა, რა შემეძლო და რა - არა. საშიში თამაშები მიზიდავდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც პოლიციაში მქონდა საქმე, ერთი წლის წინ, მის მერე აღარ შევხებივარ. ჩემს თანატოლებს იმას ვეტყვი, რომ ამას თუ მართლა თამაშობენ, თავი დაანებონ“, - აცხადებს არასრულწლოვანი.

აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, სანადირო თოფით მიყენებული მრავლობითი დაზიანებების ფონზე, არაერთი ოპერაციის შემდეგ, მოზარდის გადარჩენა ექიმებმა მოახერხეს, თუმცა მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ არასრულწლოვანს ახლა 60 ათასი ლარი ესაჭიროება დამატებითი ოპერაციისთვის.

ხელვაჩაურში 17 წლის მოზარდმა ცეცხლსასროლი იარაღით თვითდაზიანება გასული წლის ბოლოს მიიყენა. ახლობლები მომხდარს ინტერნეტთამაშს უკავშირებდნენ.

სვერის ხელშეკრულება - "დიდი სომხეთის" კონტურები, თურქეთის დიდი უკმაყოფილება და ისტორიული დოკუმენტის მნიშვნელობა საქართველოსთვის

ისრაელმა საქართველო "მწვანე ქვეყნების“ სიაში შეიყვანა

შავი ჭირის მძვინვარების გამო მეფე ქალაქში ვერ შეაბრძანეს - აღსასრული და გაპატიოსნება: ვინ აყალბებდა ცნობებს ერეკლე II-ის დაკრძალვის შესახებ