მესამე შემზარავი შემთხვევა ბოლო სამ დღეში - კორპუსიდან კიდევ ერთი არასრულწლოვანი გადმოვარდა

მესამე შემზარავი შემთხვევა ბოლო სამ დღეში - კორპუსიდან კიდევ ერთი არასრულწლოვანი გადმოვარდა

შენობიდან კიდევ ერთი არასრულწლოვანი გადმოვარდა. შემთხვევა აღმაშენებლის გამზირზე მოხდა.

როგორც AMBEBI.GE-ს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, მოზარდი ამ წუთებში ექიმებს ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაჰყავთ. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები უკვე მივიდნენ.

ბოლო სამ დღეში, მაღალსართულიანი შენობიდან არასრულწლოვნის გადმოვარდნის ეს უკვე მესამე შემთხვევაა. გუშინ თემქაზე 20 წლამდე ასაკის გოგონა საცხოვრებელი კორპუსის მე-6 სართულიდან გადმოვარდა და ადგილზე გარდაიცვალა.

ორი დღის წინ კი 16 წლის სკოლის მოსწავლე გადმოვარდა მაღალი სართულიდან, ბიჭი სასწაულებრივად გადარჩა და ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. 2 დღის წინ მომხდარ ამ შემთხვევას ოჯახი სახიფათო ინტერნეტ-თამაშს უკავშირებს. 16 წლის ბიჭის ოჯახის წევრმა ფეისბუქით მიმართვაც გაავრცელა: "ეს არის სექტა, რომელსაც მოზარდები სუიციდამდე მიჰყავს, დაშინებით, შანტაჟით და სხვა ფსიქოლოგიური ზეწოლით. ჩემი 16 წლის ნალოლიავები, ნაფერები, კომფორტსა და სიყვარულში გაზრდილი ძმა თავის ოთახის აივნიდან, მერვე სართულიდან გადახტა! დროა ამ ბავშვებს უთხრათ, რომ გამოსავალი არსებობს და დროზე უნდა ამოიღონ ხმა, რომ ჩვენ დავეხმარებით, ვუშველით, დავიცავთ. ჩემი სანდრო გადარჩა, მაგრამ ათეულობით ბავშვი ვერ! ეს არის რუსეთში ჩამოყალიბებული ინტერნეტ სექტა, კომუნიკაცია მიმდინარეობს რუსულ ენაზე, რომელიც ბავშვებს დავალებებს აძლევს, ბოლო დავალება კი სახურავიდან გადახტომაა! წინააღმდეგ შემთხვევაში ოჯახის წევრების მოკვლით ემუქრებიან!" (წაიკითხეთ ვრცლად)

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია