ფოთელმა მეთევზემ შავ ზღვაში ანტიკური არტეფაქტი აღმოაჩინა

ფოთელმა მეთევზემ შავ ზღვაში ანტიკური არტეფაქტი აღმოაჩინა

ფოთში მცხოვრებმა რევაზ ბერაიამ თევზჭერის დროს ამფორის ფრაგმენტი აღმოაჩინა და კოლხური კულტურის მუზეუმს გადასცა. მუზეუმის დირექტორის, ელენე გაბლიანის განმარტებით, არტეფაქტი ანტიკური პერიოდის უნდა იყოს.

"ამფორის ფრაგმენტები ერთ-ერთი თევსაჭერი სეინერის მეპატრონემ, შავი ზღვის აკვატორიის გრიგოლეთის მონაკვეთზე 74-80 მეტრ სიღრმეში აღმოაჩინა. როგორც ჩანს, ეს ტერიტორია არქეოლოგიური თვალსაზრისით ძალიან საინტერესოა, რადგან ჩვენთვის გახდა ცნობილი, რომ აქ მსგავს ნივთებს მეთევზეები ხშირად პოულობენ" - აღნიშნა ელენე გაბლიანმა.

გაბლიანი თევზსაჭერი გემების კაპიტნებს თხოვნით მიმართავს, ანალოგიური ნივთის პოვნის შემთხვევაში, ქალაქის კოლხური კულტურის მუზეუმს აუცილებლად დაუკავშირდნენ.

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია