ავტორი:

რა განასხვავებთ ღარიბი და მდიდარი ფსიქოლოგიის ადამიანებს - "ასეთ ქალებს ახასიათებთ სახლში ძველმანების შენახვა..."

რა განასხვავებთ ღარიბი და მდიდარი ფსიქოლოგიის ადამიანებს - "ასეთ ქალებს ახასიათებთ სახლში ძველმანების შენახვა..."

ექსპერტები ამბობენ, რომ თუ ადამიანის შემოსვლის 50%-ზე მეტი იხარჯება კვებაზე, ასეთ ადამიანს ჰქვია ღარიბი. ადამიანები იყოფიან ორ ფიქოტიპად - ღარიბი ფსიქოლოგიის და მდიდარი ფსიქოლოგიის მატარებლად. რა სხვაობებია მათ შორის და როგორ შეიძლება თითოეული კატეგორიის ადამიანის ამოცნობა - ამაზე ფსიქოლოგი ირინე ტაბუციძე გვესაუბრება.

"ყველაზე თვალშისაცემი განსხვავება ამ ორი ფსიქოტიპის ადამიანს შორის მდგომარეობს იმაში, თუ რამდენად ხედავენ პერსპექტივას. ღარიბი ფსიქოლოგიის მატარებელი ადამიანი ვერ ხედავს პერსპექტივას, მას რაც დღეს აქვს, დღესვე ხარჯავს. არ ახდენს ფულის ინვესტირებას მომავალში, არც გათვლას - დღეს თუ ამდენს ჩავდებ, ხვალ შეიძლება ორი ამდენი ამოვიღო. მისგან გასხვავებით მდიდარი ფსიქოლოოგიის ადამიანი ყოველთვის ფიქრობს, რომ რაც არ უნდა პატარა შემოსავალი ჰქონდეს, ნაწილი გადადოს მომავალი პერსპექტივებისთვის და შესაბამისად, რისკებზეც წავიდეს.

მთავარი, რაც განასხვავებს ღარიბი ფსიქოლოგიის მქონე ადამიანს მდიდრისგან, ეს გარკვეული სტერეოტიპების ერთობლიობაა, რომელიც მას ჩამოუყალიბდა ან აღზრდის, ან იმ გარემოს შედეგად, რომელშიც ტრიალებს. ამის ერთ-ერთი ნათელი მაგალითი, რომელიც ჩვენს შემთვევაში, ალბათ უფროს თაობას ეხება, (იმიტომ რომ მთელი საბჭოთა პერიოდის განმავლობაში ამას ისმენდნენ და იმეორებდნენ) არის - "მდიდარი ადამიანი ცუდი ადამიანია! უარყოფითი პერსონაჟია!". თუ მე მაქვს განწყობა რომ მდიდარი ადამიანი ცუდია, რატომ უნდა მომინდეს ვიყო მდიდარი?! ყველანაირად შევეწინააღმდეგები რომ ასეთი იარლიყი არ მომეკრას.

არის შემთხვევები, როდესაც პიროვნებისთვის ფულის ქონა ხდება თვითმიზანი. მათთვის ფულის ქონა კმაყოფილების მომტანია. მუშაობს ფულისთვის, აგროვებს და თეთრს ვერ გააგდებინებ, ვერ იმეტებს დასახარჯად საკუთარი სიამოვნებისთვისაც. ასეთი ადამიანი მდიდარია, ოღონდ ღარიბი ფსიქოლოგიის მქონე.

ზოგიერთის ფული მიაჩნია აღიარების, სტატუსის მაჩვენებელად. ასეთი ადამიანი, მშიერი დარჩება, მაგრამ "ჯიპით" იმოძრავებს და ბოლო თაობის მობილურს იყიდის, იმიტომ, რომ სხვამ შეაფასოს და აღიაროს, როგორც მდიდარი ნივთების მატარებელი. ასეთი პიროვნება ღარიბი ფსიქოლოგიის მქონეა.

- თუ ადამიანს გაუმართლა და წამოწყებულ საქმეში ფინანსური მოგება ნახა, გამდიდრების შემდეგ შესაძლოა ფსიქოლოგიაც შეეცვალოს?

- თუ მიმაჩნია, რომ მე თითი არ გამიძრევია და ფინანსურ წარმატებაში ყველაფერი ბედზეა დამოკიდებულია, ბოლომდე ვიცხოვრებ ამ განწყობით. მაგრამ თუ ჩემი ფულის შოვნაში ზუსტად და კარგად ვხედავ ჩემს წვლილს, ეს არის ყველაზე ჯანსაღი გზა, რომ მეორედ და მესამედაც გავაკეთო იგივე. თუ მთლიანად გარემოზე და ბედზე ვარ მინდობილი, კლასიკური ღარიბი ფსიქოლოგიის ადამიანის სახე ვარ.

ღარიბ ადამიანებს დამახასიათებელი აქვთ მომჭირნეობა. ისინი ვერფერს იმეტებენ საკუთარი თავისთვის. შეიძლება ნაყინიც კი არ გავიმეტო, იმიტომ რომ საკუთარ თავს დახარჯვის უფლებას არ ვაძლევ. ვერ ვიმეტებ ჩემი წვრილ-წვრილი სიამოვნებისთვის, კომფორტისთვის. ვფიქრობ რომ მის გარეშეც შეიძლება ვიცხოვრო. ყველაზე ცუდი კი ისაა ამ განწობაში რომ, მე ვამაყობ ასეთი მომჭირნე რომ ვარ, აი, როგორ გონივრულად ვცხოვრობო. ასეთ განწყობას როგორც წესი მშობლები აყალიბებენ. თუ ისინი თვლიან, რომ გონიერი ადამიანი ყველაფერში ეკონომიას აკეთებს, ასეთი განწყობა თუ მაქვს ვარ ღარიბი ადამიანი.

ვთქვათ, მაქვს ბაზისური მოთხოვნილებები, მინდა მქონდეს ასე თუ ისე ნორმალური სახლი, საცხოვრებელი პირობები, წელიწადში ერთხელ გავემგზავრო დასასვენებლად და ჩემს შვილებს ნორმალური განათლება მივცე... თუ ეს ჩემთვის გასაკეთებელი ამოცანაა ცხოვრებაში, ყველაფერს ვაკეთებ იმისათვის რომ ჩემი შემოსავალი ამ მოთხოვნილებებს მოერგოს. როგორც კი დავიჯერებ, რომ მე ეს ყველაფერი მჭირდება და რაც მთავარია ვიმსახურებ, ვიწყებ ბრძოლას ჩემი შემოსავლის გაზრდისთვის. ჯერ განწყობა იცვლება, ვიჯერებ რომ მე ამას ვიმსახურებ და უნდა მქონდეს, მერე შესაბამისად ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის რომ მქონდეს.

ნებისმიერ ღარიბ ადამიანს გარკვეული წარმოდგენა აქვს მდიდარზე. გინდა თუ არა, ჩნდება გარკვეული შურის მომენტი. იმას რომ აქვს, მეც მინდა. მაგრამ როგორც კი კითხვას დასვამ: რას აკეთებ იმისთვის რომ შენც გქონდეს, როგორც წესი - არაფერს. უბრალოდ უნდა... შურის შეფარული და შეფუთული ფორმაა - მე კი არ მაქვს, მაგრამ ჰქონდეს იმას და იყოს ბედნიერი.

კიდევ ერთი, რაც განსაკუთრებით ღარიბი ფსიქოლოგიის ქალებს ახასიათებთ, ესაა სახლში ძველმანების შენახვა. უსარგებლო ნივთებით აქვთ გამოტენილი სახლი. ძველმანების შენახვა პირდაპირი მაჩვენებელია იმისა, რომ ადგილს არ ვუთმობ ახლებს, ეს ეხება ნივთებს, სამოსს და ასე შემდეგ. თუ მე არ გავთავისუფლდი იმისგან, რაც დისკომფორტს მიქმნის, როგორ შევიქმნი კომფორტს?!

ადამიანი, რომელიც დიდხანს ცხოვრობს გაჭრვებაში, იწყებს შეგუებას, რომ არის გაჭირვებული და ვინმე უნდა დეხმაროს. ესაა მანიპულაციის ძალიან კარგი ფორმა. არიან ადამიანები ტახტზე წამოკოტრიალებულნი, რომლებიც ითხოვენ რომ დედამ და მამამ არჩინოს. არის ქალების ისეთი ტიპიც, რომელიც ამბობს: კაცი იმისთვისაა, რომ მარჩინოს. ასეთი ადამიანები ადვილად ირგებენ ტანჯულის როლს. ტანჯულები საზოგადოებას არ უყვარს და რიყავს. მე ვლაპარაკობ ადამიანებზე, რომელთაც შეფერებული აქვთ ეს მდგომარობა და თითს არ ანძრევენ ცვლილებისთვის; ვიღაც 40 წლის კაცს დედა საზღვარგარეთიდან არჩენს, ვიღაც სოციალურად დაუცველია და სახელმწიფო უხდის... არ წუხდებიან ცვლილებებისთვის, ღარიბის ფსიქოლოგია აქვთ. ადამიანი რომელიც მიჩვეულია საკუთარი შრომით რაღაცის კეთებას ასე ვერ გაჩერდება.

- როგორც შევიტყვე არამხოლოდ პიროვნებების დაყოფა შეიძლება მდიდარი და ღარიბი მსიფოლოგიის მქონედ, არამედ ქვეყნებისაც...

- ასეა. თუ ქვეყანაში ძალიან ბევრი ღარიბი ადამიანია, სიტყვაზე, 70-80% შეგვიძლია ვთვათ, რომ ქვეყანა ღარიბია. თუ წლებია ასე გრძელდება ცხოვრება, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ქვეყანა ცხოვრობს ღარიბის ფსიქოლოგიით, რომელსაც მომავალზე გათვლა არ აქვს. მაგალითად: თუ ქვეყანა მომავალი თაობის განათლებაში დიდ ინვესტიციას არ დებს, შეგვიძლია პირდაპირ ვთქვათ, რომ ის განწირულია სიღარიბისათვის. არის რაღაც კომპონენტები, რასაც თუ ქვეყანა არ აკეთებს - ის ღარიბია.

როდესაც რომელიმე ქვეყანაში გარკვეული ინვესტიციის ჩადებას აპირებენ, მას წინასწარ სწავლობენ. მაგალითად აფრიკის რამდენიმე ქვეყანაზე პირდაპირი მითითებაა, რომ იქ აზრი არ აქვს არავითარი ინვესტიციის ჩადებას. ზუსტად ისე იქცევა ქვეყანა, როგორც ცალკეული ღარიბი ინდივიდი. ასეთ გაჭირვეულ ქვეყნებშიც ბუნებრივია ჩნდებიან ჭკვიანი ადამიანები, რომელთაც თავისი განათლებით ან ცოდნით შუძლიათ დიდი ფული იშოვონ. ასეთი ადამიანები ქვეყანას ტოვებენ. რაც უფრო ღარიბია ქვეყანა, მით მეტად ხდება გადინება იქ სადაც ცოდნას გამოიყენებენ, იმიტომ რომ ნიჭი მოსვენებას არ აძლევთ. ღარიბ ქვეყანაში ჩნდება ისეთი პროფესიები, რომელიც აღარაა მოთხოვნადი. მხატვარი, მუსიკოსი, ქიმიკოსი... - ეს ადამიანები გადიან და ასე ხდება ნაღები საზოგადოების გადინება ქვეყნიდან. თაობა იზრდება იმ აზრით, რომ უნდა წავიდეს, სამშობლოში არაფერი გამოსდის.

- შესაძლებელია ღარიბი ადამიანის ფსიქოლოგიის შეცვლა?

- შესაძლებელია. ამისთვის არსებობენ სპეციალისტები. ახლახანს, ახლობელი კუბაში იყო და გაოცებული ჩამოვიდა, ეგეთი გაჭირვება 90-იანებშიც კი არ გვქონია ჩვენ, მაგრამ კუბელები სადაც მუსიკას გაიგებენ, ყველგან ცეკვავენო.

- მაშასადამე როგორი ფსიქოლოგიის გამოდიან?

- ღარიბი. ასეთ კატეგორიას ფული არასდროს არ ექნება. კმაყოფილია იმით, რაც აქვს. ეს განსხვავებებია მდიდარსა და ღარიბი ფსიქოლოგიის ადამინებს შორის. მდიდარი ფსიქიკის ადამიანი ვერ ეგუება სიღარიბეს. მუშად წავა, ეზოს დაალაგებს, რომ მინიმალური მოთხოვნილებები დაიკმაყოფილოს, ხოლო ვინც სიღარიბეს ეგუება, ის ხელსაც გაიშვერს...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

თბილისის მეტროპოლიტენის საბურთალოს ხაზზე მოძრაობა აღდგა

დაკვამლიანება თბილისის მეტროში - საბურთალოს ხაზზე მოძრაობა შეწყდა