რა შემთხვევაში ამოქმედდება ვიზალიბერალიზაციიის შეჩერების მექანიზმი - ინტერვიუ ევროპარლამენტართან

რა შემთხვევაში ამოქმედდება ვიზალიბერალიზაციიის შეჩერების მექანიზმი - ინტერვიუ ევროპარლამენტართან

ევროპარლამენტარ პეტრას აუსტრევიჩუსის აზრით, ვიზალიბერალიზაციიის შეჩერების მექანიზმი შეიძლება ამოქმედდეს, თუ არალეგალურად დამრჩენთა რიცხვი გაიზრდება.

ამის შესახებ აუსტრევიჩუსმა "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, თუმცა დასძინა, რომ 2017 წლის პირველი ნახევრის სტატისტიკით, არც ისეთი დრამატული მონაცემები გვაქვს.

"5%-საც არ აჭარბებს იმ ადამიანთა რიცხვი, რომლებიც აქ არალეგალურად რჩებიან, მაგრამ არსებობს ე.წ. ტოლერანტობის ზღვარი და თუ გახშირდება განცხადებები ქართველი კრიმინალების შესახებ, მოგვიწევს ზომების მიღება. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ამის გამო, უპირველესად, კანონმორჩილი ადამიანები დაზარალდებიან, რადგან, შესაძლოა, რომელიმე ქვეყანამ მათ უვიზო შესვლაზე უარი უთხრას. მოკლედ, რისკი არსებობს, მაგრამ ვიმედოვნებ, მექანიზმის ამოქმედება საჭირო არ იქნება", - განაცხადა ევროპარლამენტის წევრმა.

მან მოუწოდა ქართველ პოლიტიკოსებს, რეფორმებისადმი სელექციურ მიდგომას ნუ გამოავლენენ.

"საქართველოს მთავრობა ცდილობს გვითხრას, რომ პოლიტიკური საკითხები - კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება თუ ოპოზიციასთან თანამშრომლობა - ევროკავშირის საქმე არ არის და თავად მიხედავენ. ასეთი მიდგომა სახიფათოა...

მინდა აღვნიშნო პრობლემის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რომელიც ზოგჯერ ავიწყდებათ საქართველოს კრიტიკოსებს: თქვენს ქვეყანას სთხოვენ, ჰქონდეს უფრო მაღალი სტანდარტები, ეს იქნება ადამიანის უფლებები, ეკონომიკური რეფორმები თუ სამართალწარმოება, ვიდრე მანამდე გქონდათ. ასოცირების ხელშეკრულება ნიშნავს, რომ საქართველო ევროპულ სტანდარტებს დაამკვიდრებს, მაგრამ ეს ერთ დღეში არ მოხდება. მე კი ვიტყოდი, რომ თბილისში ზოგჯერ რეფორმების მიმართ სელექციურ მიდგომას ცდილობენ. გვეუბნებიან: აი, ამას გავაკეთებთ, ეს გადავდო, ეს არ გვინდა. ასე საქმე არ გამოვა. საქართველოს აქვს შანსი, წინ წავიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს მხოლოდ ქაღალდებზე ხელმოწერას - ცვლილებები რეალური უნდა იყოს...

ჩვენ საქართველოს ბევრი რამის გაკეთება ვთხოვეთ, მაგრამ თვითონაც შევასრულეთ პირობა და უვიზო რეჟიმი ავამუშავეთ. ეს იყო ბრიუსელიდან აღიარება, რომ საქართველო სწორ გზაზე დგას. მაგრამ ვხედავთ, რომ პოლიტიკურ საკითხებში, იქნება ეს კანონის უზენაესობა, მედიის თავისუფლება თუ ოპოზიციასთან თანამშრომლობა, მთავრობა ცდილობს გვითხრას, რომ ეს ევროკავშირის საქმე არ არის, ნუ ჩაერევით, ჩვენ თვითონ მივხედავთო. ასეთი მიდგომა სახიფათოა. არ მინდა გავაზვიადო და ვთქვა, რომ ამას მასშტაბური ხასიათი აქვს, მაგრამ თუ ეს სისტემურ მიდგომად იქცევა, ნაბიჯს უკან გადადგამთ", - დასძინა ევროპარლამენტარმა.

"რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და ცხინვალის აღიარება" - რა განცხადებას ავრცელებს ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი

დაუმორჩილებლობის აქცია პარლამენტის მიმდებარედ - სამოქალაქო აქტივისტები აცხადებენ, რომ "კომენდანტის საათს" არ ემორჩილებიან

"ერი ისტორიის სანაგვეზე მოგისვრით და ვეღარავის დაიჭერთ" - როგორ ეხმიანება ოპოზიცია იმ პირის დაკავებას, რომელმაც ჩავლეიშვილს თავზე ნაგავი დააყარა