ბათუმში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 13 წლის ბიჭი თბილისში გადმოიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 13 წლის ბიჭი თბილისში გადმოიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი 13 წლის ბიჭი თბილისში „იაშვილის კლინიკაში“ გადმოიყვანეს. მას თავის არეში ოპერაცია ჩაუტარდა. ექიმების ინფორმაციით, მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. იგი რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მოზარდი რეანომობილით ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრიდან თბილისში „იაშვილის“ კლინიკაში გვიან ღამით გადმოიყვანეს.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში, მშენებარე კორპუსიდან 13 წლის ბიჭი ორი დღის წინ ჩამოვარდა. როგორც თვითმხილველებმა „ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადეს, მშენებარე კორპუსში ბავშვები თამაშობდნენ, რა დროსაც 13 წლის ბიჭი სიმაღლიდან ჩამოვარდა.

მომხდართან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის” 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე, ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი