ქართველი ბიზნესმენი მდიდრულ იახტებს ვარსკვლავებზე ყიდის - ვინ არის გიორგი ჩიკვაიძე, რომელმაც 68 კგ-ს დაკლების შემდეგ ახალი ცხოვრება დაიწყო

ქართველი ბიზნესმენი მდიდრულ იახტებს ვარსკვლავებზე ყიდის - ვინ არის გიორგი ჩიკვაიძე, რომელმაც 68 კგ-ს დაკლების შემდეგ ახალი ცხოვრება დაიწყო

წარმატებული, მიზანდასახული, პრინციპული... სხვა ბევრი სიტყვით შეიძლება დავახასიათოთ ახალგაზრდა ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძე, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცნობილია სახელით - რამზესი... როგორ მოხვდა პროფესიით ვეტერინარი მდიდრული იახტების ბიზნესში და რა გეგმები აქვს საქართველოში - ამას ჩიკვაიძე თავად გვიამბობს...

"ბავშვობაში ძალიან მიყვარდა ცხოველები, აქედან გამომდინარე, ავირჩიე ეს პროფესია და თავის დროზე წარმატებებიც მქონდა. საკუთარ ვეტერინალურ კლინიკაში საკმაოდ ბევრი პაციენტი მყავდა, და მაგრამ ერთ დღეს ეს ყველაფერი მორჩა. ვფიქრობ, რომ გავყოლოდი ამ საქმეს, წარმატებას მივაღწევდი... მეგობრებში სულ განხილვის და „ღადაობის“ საგანი ვიყავი, აი, გიორგი და ძაღლები, გიორგი და თევზები და იყვნენ ერთ ამბავში. ძალიან მიყვარს თევზები. დიდი აკვარიუმების დაპროექტება დღემდე ჩემს ჰობად რჩება და უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს... შემდეგ იყო სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სურსათის ეროვნული სააგენტო, სადაც ჩემს თანამშრომლებთან ერთად შევქმენი წამლის რეგისტრაციის სამმართველო და ვმუშაობდი ვეტერინარ ინსპექტორად.

იმ პერიოდისთვის ხელისუფლება მეც არ მწყალობდა და პირველი დაპირისპირება მაშინდელ მინისტრ ბაკურ კვეზერელთან მომიწია. როდესაც ამხელა სისტემას ებრძვი, ის ბრძოლა დასაწყისშივე წაგებულია, თუმცა, არსებობს ადამიანის მორალური ღირებულებები და იმიტომ დავუპირისპირდი, ეს დამთავრდა იმით, რომ მაშინდელმა ადმინისტრაციამ დამიწერა დისციპლინარული შენიშვნა სიგარეტის მოწევაზე, რაც ეჭვქვეშ აყენებდა ჩემს შრომისუნარიანობას, ეს იყო შედარებით მარტივი მიზეზი, თუმცა, საქმე უფრო სერიოზულად იყო. ანხორციელებდნენ ზეწოლას, როგორც ჩემზე, ასევე ჩემს ოჯახზე. მაშინ გადავწყვიტე - ოჯახი ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე ჩემი ამბიციები და ჟინი - შეიძლება ითქვას, იმ დროისათვის ეს ბრძოლა წავაგე.

ამის შემდეგ დაიწყო ახალი ეტაპი საერთაშორისო ასპარეზზე, არ ვიშურებდი ძალას და ენერგიას, რომ მემხილებინა ყოფილი ხელისუფლება. მანამდე იყო ჩემი დიდხნიანი ურთიერთობები საერთაშორისო ორგანიზაციებთან, მქონდა გარკვეული მოწვევები ჰააგიდან, ბევრ მნიშვნელოვან ფიგურას ვიცნობდი, მაშინდელ ხელისუფლებას და კონკრეტულად სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრობლემებს ვუქმნიდი, არ ვაძლევდი საშუალებას, ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯები გადაედგათ. ჩემი დიდი ძალისხმევით, ვერ გააუქმეს ეს და დღეს ეს სამსახური ისეთი ძლიერია, როგორც არასდროს.

- როგორ გაგრძელდა თქვენი ცხოვრება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მერე?

- ჩემი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა, ამას მოყვა ჩემი ხშირი ვიზიტები ევროპაში და ყველაზე ხშირად საფრანგეთში, სადაც დაიწყო ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი საიახტო ბიზნესში. ბევრ კომპანიასთან ვთანამშრომლობდი. საბოლოოდ, ძალიან გამიმართლა, რომ მოვხვდი იახტების მწარმოებელ ლიდერ კომპანიაში „აზიმუტ ბენეტში“, კომპანია, რომელიც მსოფლიოში ქმნის ამინდს საიახტო ბიზნესში. დავამთავრე მათი აკადემია და დაახლოებით სამი წელი ვიმუშავე კანის ფესტივალის ფარგლებში ჯერ გაყიდვების მენეჯერად, შემდეგ ვიპ გაყიდვების მენეჯერად.

- საკმაოდ უცნაური სახელით აპირებთ ბაზარზე თავის დამკვიდრებას, რატომ „რამზესი“?

- ამას ძალიან დიდი ისტორია აქვს. 17 წლიდან დამოუკიდებლად ვცხოვრობ, ბავშვობაში მქონდა ჭარბი წონის პრობლემა და მასთან დაკავშირებული უამრავი კომპლექსი, ჩაკეტილი ცხოვრების წესი, აგარაკზე გადავსახლდი ჩემს ცხოველებთან ერთად. მარტო ცხოვრების პერიოდში, როდესაც გიორგი, ანუ მე, საკუთარ თავში ძალას ვერ ვპოულობდი, საკუთარ თავთან საბრძოლველად შევქმენი ალტერნატიული მე, რომელსაც დავარქვი რამზესი, ჩემი ეგვიპტოლოგიის და ისტორიის სიყვარულიდან გამომდინარე. რამზესი აღმოჩნდა ძალიან ძლიერი, ვიდრე გიორგი... განაგრძეთ კითხვა

"ბავშვის დედა კართან მუხლებზე მდგომი დამხვდა, სიტყვებს თავს ვერ უყრიდა" - სცენიდან ომში და ომიდან სამაშველო სამსახურში წასული ბიჭის ამბავი

"ბავშვის ოპერაცია 300 000 ევრო ჯდება და სანამ თანხას არ გადავურიცხავთ, არაფერს უკეთებენ" - პატარა ანიტას დახმარება სჭირდება

"ვაჟა გაფრინდაშვილი მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოს მოვლენებში, როგორც ექიმი" - ე.წ.სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო КГБ