60 წლის შერონ სტოუნი ბრილიანტის ბეჭდით თითზე - ვინ არის მისი ახალგაზრდა მეგობარი მამაკაცი

60 წლის შერონ სტოუნი ბრილიანტის ბეჭდით თითზე - ვინ არის მისი ახალგაზრდა მეგობარი მამაკაცი

რამდენიმე დღის წინ შერონ სტოუნი 60 წლის გახდა, ვარსკვლავმა დაბადების დღე ახალ მეგობარ მამაკაცთან ერთად სანაპიროზე გაატარა. წყვილი არაჩვეულებრივად გამოიყურებოდა, ყველასთვის აშკარაა, რომ ორივე ძალიან ბედნიერია. ჟურნალისტებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩენილა ბრილიანტის ბეჭედი სტოუნის თითზე და გაჩნდა ეჭვი, რომ მსახიობი დაინიშნა, თუმცა ინფორმაცია მისმა მეგობრებმა მალევე უარყვეს.

მედიისთვის შერონის მეგობარი მამაკაცის ვინაობა საიდუმლოდ რჩებოდა, იტალიური გამოცემა Illusidario Angelo ამტკიცებს, რომ სტოუნმა და მისმა საყვარელმა მამაკაცმა ვალენტინობა პარიზში გაატარეს, სასტუმროში Shangri-la.

ბოლოს და ბოლოს, ჟურნალისტებმა გაარკვიეს, ვინ არის მომხიბვლელი მამაკაცი მსახიობის გვერდით - ეს ანჯელო ბოფაა, ბიზნესმენი, ცხოვრობს შვეიცარიაში, შვებულებას კი იბიცაზე ატარებს. ბოფა 41 წლისაა.

მის "ინსტაგრამზე" სტოუნთან ერთად გადაღებულ ფოტოს ვერ ნახავთ, თუმცა აშკარაა, რომ ბოფა ბევრ ცნობილ ადამიანთან მეგობრობს - რონალდოსთან, მესისთან, ჰაიდი კლუმთან.

ტესტი: იცანი ფეხბურთელი ბავშვობის ფოტოზე

"მე ძალიან, ძალიან ქართველი ვარ": რას ამბობს დემნა გვასალია ახალ კოლექციაზე? - სიჩუმეში გამართული შოუს დეტალები

"მსოფლიოს განგსტერები მართავენ... მათ შორის არის ვლადიმერ პუტინი" - რა უპასუხა ქართველი ჟურნალისტის კითხვას კანის ფესტივალის ჟიურის თავმჯდომარემ?