ვისზე არიან დაქორწინებული და როგორ ცხოვრობენ ყოფილი "მისები"

ვისზე არიან დაქორწინებული და როგორ ცხოვრობენ ყოფილი "მისები"

ქართველი მისები საზოგადოების ყურადღების ცენტრში მუდმივად ექცევიან. სილამაზის კონკურსები ბევრისთვის პროფესიული წარმატების ტრამპლინი ხდება, ზოგიერთი კი კარიერას თმობს და წარმატებულ პირად ცხოვრებას იწყობს.

"რეიტინგი" დაინტერესდა, ვისზე დაქორწინდნენ სხვადასხვა წლის მისები და როგორ ცხოვრობენ ისინი ახლა.

მოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი გვანცა დარასელია „მის საქართველო 2007“-ის "ვიცე მისი" გახლავთ. ის ყოფილი მორაგბის და ბიზნესმენის ვახო მჭედლიძის მეუღლეა.

წყვილმა ერთმანეთი კომპოზიტორ რუსა მორჩილაძის საღამოზე გაიცნო, სადაც გვანცამ იმღერა. ვახო მაშინვე მოიხიბლა უმშვენიერესი მოდელით და მთელი საღამოს განმავლობაში თვალი არ მოუშორებია მისთვის.

"ერთი ნახვით შეყვარებას ვერ დავარქმევდი ჩვენს ურთიერთობას. უბრალოდ, პირველი შეხვედრიდანვე დადებითად განვეწყვე, ეიფორია დამეუფლა და სიმართლე გითხრა, იმ შეხვედრიდან არცერთი დღე არ გაგვიტარებია უერთმანეთოდ" - ჰყვება ტელეწამყვანი ერთ-ერთ ინტერვიუში. ის ხუმრობით იხსენებს, რომ ვახომ „მიზანმიმართული შეტევა განახორციელა“. ჩართო სხვა ადამიანებიც, მათ შორის საერთო ნაცნობი ნანუკა ჟორჟოლიანი. „უბრალო ნაცნობებიც კი მირეკავდნენ და მელაპარაკებოდნენ ვახოზე, თუ როგორი კარგი ადამიანია, როგორი კარგი თვისებები აქვს...“- ამბობს გვანცა.

ვახოს მცდელობას უშედეგოდ არ ჩაუვლია, წყვილი უკვე 4 წელია ერთად ცხოვრობს და ჰყავთ ორი შვილი: ერეკლე და ლილე. ორივე ორსულობის შემდეგ ტელეწამყვანი მალევე დაუბრუნდა ტელეეკრანს.

თამუნა ნემსიწვერიძე 2007 წლის "ვიცე მის საქართველოს" ტიტულის მფლობელია. ის 2009 წელს მოსკოვში მცხოვრებ ბიზნესმენს, ირაკლი არშბას გაყვა ცოლად და ახლა სამი შვილი ჰყავთ.

ირაკლი არშბა რუსეთის დუმის დეპუტატის ოთარ არშბას შვილია. ოთარ არშბა რამდენიმე წლის წინ, ქართველი მილიარდერების ათეულში მეცხრე ადგილზე მოხვდა. რუსული ”ფორბსის” მიხედვით, მისი ქონება წელს 360 მილიონ რუბლს აღემატება. ასევე მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთ-ერთი უმსხვილეს რუსულ სამთო-მეტალურგიულ კომპანიასთან, "ევრაზჰოლდინგთან", რომლის, კაპიტალიზაცია რამდენიმე წლის წინ 42 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

რაც შეეხება საქართველოში, არაოფიციალური მონაცემებით, ბათუმში სავაჭრო სახლის, სასტუმროსა და რესტორნების ქსელის მფლობელია ოთარ არშბას მეუღლე მარინა ზენაიშვილი. დეპუტატის მეუღლის სახელს უკავშირდება ასევე "სახალხო აფთიაქის" და ყოფილი "სახალხო ბანკის", ამჟამად კი "ლიბერთი ბანკის" აქციების წილები განაგრძეთ კითხვა და ნახეთ მეტი ფოტო