ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნები, რომლებიც საფრანგეთში მაწვნის მწარმოებლები გახდნენ

ყოფილი ქართველი მაღალჩინოსნები, რომლებიც საფრანგეთში მაწვნის მწარმოებლები გახდნენ

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ქართველი მწარმოებლები ხშირად ყოფილი მსხვილი სახელმწიფო მოღვაწეები იყვნენ. "მათ ემიგრაციაში წარმატებას მიაღწიეს ერთი შეხედვით, მათთვის თითქოს, უჩვეულო საქმეში"... - ამბობს ისტორიკოსი გიორგი მამულია. იგი მეტად საინტერესო ცნობებს, თუ როგორ ირჩენდნენ მაწვნის წარმოებით საფრანგეთში თავს გენერალი კვინიტაძე და სხვა ცნობილი ქართველები, პარიზიდან გვაწვდის...

- მაწვნის წარმოება საფრანგეთში პირველად 1920-იანი წლებიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც ქართველი პოლიტიკური ემიგრანტები იძულებული გახდნენ დაეტოვებინათ ბოლშევიკების მიერ ოკუპირებული საქართველო. პირველი ტალღა 1921 წელს იყო, როდესაც სამშობლო დატოვა იმ ხალხმა, რომლებსაც საქართველოში ფიზიკურად აღარ დაედგომებოდათ. ესენი იყვნენ: მთავრობის წევრები, ქართული არმიის უმაღლესი მეთაურები, პოლიტიკური პარტიებისა და დაფუძნებელი კრების წევრთა ნაწილი. შემდეგი დიდი ტალღა 1924 წელს იყო, როდესაც წავიდნენ ამავე წლის აგვისტო-სექტემბრის ეროვნულ-განმათავისუფლებელი აჯანყების მონაწილეები და ხელმძღვანელები... მესამე ტალღა კი 1925 წლიდან 1930 წლამდე გრძელდებოდა...

20-30-იან წლებში საფრანგეთში ქართველების დაახლოებით ორიათასკაციანი დიასპორა ჩამოყალიბდა. ამ ხალხს, ბუნებრივია, უნდა ეფიქრა სარჩო-საბადებელზე. ისინი ემიგრაციის უმძიმეს პირობებში აღმოჩნდნენ. პირველი, ვინც მაწვნის წარმოება დაიწყო, ემიგრანტი პლატონ ფაჩულია იყო. იგი 1917 წლის თებერვლის რევოლუციამდე პოლიციაში მსახურობდა, ხოლო 1918-1921 წლებში, დამოუკიდებელი საქართველოს დროს, საგანგებო რაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. საგანგებო რაზმი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სტრუქტურა გახლდათ, რომელსაც ბრძოლა უცხოურ შპიონაჟთან და ყველა იმ გამოწვევასთან ევალებოდა, რასთან გამკვლავებაც უწევდა საქართველოს ახალგაზრდა რესპუბლიკას.

საგანგებო რაზმის მეთაური მისივე უახლოესი მეგობარი და თანამებრძოლი - მექი კედია იყო. ამ ქვედანაყოფს, უპირველეს ყოვლისა, ბოლშევიკური აგენტურის წინააღმდეგ ბრძოლა ევალებოდა. მას შემდეგ, რაც საქართველო წითელი არმიის მიერ იქნა დაპყრობილი, საგანგებო რაზმის მეთაურებს, რასაკვირველია, საქართველოში აღარ დაედგომებოდათ და იძულებული იყვნენ, ჯერ სტამბოლში (მაშინ კონსტანტინოპოლი) გადასულიყვნენ და შემდეგ უკვე საფრანგეთში... პლატონ ფაჩულია და მექი კედია საფრანგეთში დანათესავდნენ კიდეც. პლატონის ქალიშვილი - ვალია მექი კედიას ვაჟის, მიხეილ კედიას მეუღლე გახლდათ... საფრანგეთში მაწვნის წარმოება პირველად სწორედ პლატონმა დაიწყო და საკმაოდ წარმატებულადაც.

არსებობს პარიზის პოლიციის პრეფექტურის უმდიდრესი არქივები, რომელსაც თავად გავეცანი. იქ დაცული ცნობების მიხედვით, პლატონ ფაჩულია მაწონს 1923 წლიდან 1941 წლამდე აწარმოებდა და შემოსავალიც ჰქონდა. მაწონს "ბალია" დაარქვა. როგორც ჩანს, ეს მისი შვილის - ვალიას სახელის ოდნავი მოდიფიკაცია იყო... მეორე, ვინც საფრანგეთში მაწვნის წარმოება დაიწყო, გენერალი გიორგი კვინიტაძე გახლდათ. მოგეხსენებათ, ის 1918-1921 წლებში არაერთგზის იყო დანიშნული საქართველოს ჯარების მთავარსარდლის თანამდებობაზე. თავდაპირველად, ემიგრაციაში იგი მძიმე პირობებსა და სიდუხჭირეში აღმოჩნდა... განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი