რაზე აფრთხილებდა სიკვდილამდე სტივენ ჰოკინგი კაცობრიობას

რაზე აფრთხილებდა სიკვდილამდე სტივენ ჰოკინგი კაცობრიობას

14 მარტს, 76 წლის ასაკში ბრიტანელი ფიზიკოსი სტივენ ჰოკინგი გარდაიცვალა. ფიზიკოთეორეტიკოსებს შორის, ჰოკინგი ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მეცნიერი იყო. მისი მოღვაწეობის ძირითადი სფეროები კოსმოლოგია და კვანტური გრავიტაცია იყო.

“თუ ადამიანებს გადარჩენა სურთ, უახლოესი 200 წლის განმავლობაში დედამიწა უნდა დატოვონ" - ეს ჰოკინგის მიერ გარდაცვალებამდე თვეებით ადრე გაჟღერებული მკაცრი გაფრთხილებაა. ლეგენდარულ ფიზიკოსს სწამდა, რომ სიცოცხლე დედამიწაზე შეიძლება ასტეროიდის დაცემამ, ხელოვნურმა ინტელექტმა ან უცხოპლანეტელების მიერ დაპყრობამ შეიწიროს. ის ასევე მიანიშნებდა გადაჭარბებული მოსახლეობის, ადამიანთა აგრესიის და კლიმატის ცვლილების საფრთხეების შესახებ, რომლებსაც კაცობრიობის თვითგანადგურებამდე მიყვანა შეუძლია. ჰოკინგის რწმენით, ადამიანების გადარჩენის ერთადერთი შანსი კოსმოსში ახალი ცხოვრების დაწყებაა...

კლიმატის ცვლილება

ჰოკინგის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შიში გლობალურ დათბობას უკავშირდებოდა. "ჩვენი ფიზიკური რესურსები შემაშფოთებელი სისწრაფით მცირდება. ჩვენს პლანეტას გლობალური დათბობის სახით საშინელი საწამლავი გადავეცით. ზრდადი ტემპერატურა, პოლარული ყინულის შემცირება, ტყეების გაჩეხვა და ცხოველური სამყაროს განადგურება- ეს ყველაფერი დაუფიქრებელი მოქმედებების შედეგია" - ასეთია მისი გაფრთხილება, რომელიც მან ივლისში გააჟღერა. მისი თქმით, ერთხელაც დედამიწაზე ტემპერატურა პლანეტა ვენერას მსგავსად 460 ცელსიუსს მიაღწევს, თუკი მავნე გამონაბოლქვებს არ შევამცირებთ.

"თუ შეხვდებით ადამიანს, რომელიც კლიმატის ცვლილებას უარყოფს, მოუწყვეთ მას მოგზაურობა ვენერაზე. ამის საფასურს მე გადავიხდი" - ხუმრობდა ის. ჰოკინგს ასევე სწამდა, რომ ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ, დაეტოვებინა პარიზის კლიმატის შეთანხმება, ჩვენი პლანეტა საბოლოოდ გაწირა და რომ ეს ნაბიჯი ჩვენი “მშვენიერი პლანეტის" მომავალი თაობებისთვის ზიანის მომტანი იქნებოდა.

“ჩვენ იმ ნიშნულს ვუახლოვდებით, როცა გლობალური დათბობა შეუქცევადი გახდება" - განუცხადა ფიზიკოსმა BBC-ს გასულ წელს.

ხელოვნური ინტელექტის მიერ ადამიანის ჩანაცვლების საშიშროება

ჰოკინგის მტკიცებით, ხელოვნური ინტელექტი მალე ისეთ დონეს მიაღწევს, რომ “ის სიცოცხლის ისეთი ახალი ფორმა იქნება, რომელიც ადამიანს გადაასწრებს".

მეცნიერი იმდენად შორს წავიდა, რომ ხელოვნური ინტელექტის მიერ ადამიანის მთლიანად ჩანაცვლება იწინასწარმეტყველა, თუმცა კონკრეტული დროითი მონაკვეთი არ დაუსახელებია. "თუკი ადამიანებს კომპიუტერული ვირუსების შექმნა შეუძლიათ, გამოჩნდება ვინმე, ვინც გაუმჯობესებულ და დუბლირების უნარის მქონე ხელოვნურ ინტელექტს შექმნის... ხელოვნური ინტელექტის აპოკალიფსის საშიშროება დგება და ამ ტექნოლოგიის გასაკონტროლებლად მართვის გარკვეული ფორმაა საჭირო" - ამბობდა ის.

ჰოკინგმა ადამიანებს მეცნიერებით მეტად დაინტერესებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში “მძიმე შედეგებს" უნდა ველოდოთ წაიკითხეთ მეტი ჰოკინგის უკანასკნელი გაფრთხილებების შესახებ

გრენლანდიაში ყინული რეკორდულად სწრაფად დნება და გიგანტური აისბერგი ნაწილებად იშლება - თანამგზავრიდან გადაღებული ფოტოები

ჯანმო: მსოფლიოში კორონავირუსის რეკორდული დღიური რაოდენობა - 307 930 შემთხვევა დაფიქსირდა

კორონავირუსის პანდემიის გამო ისრაელი 3-კვირიან საყოველთაო კარანტინს აცხადებს