გუდაურში დაშავებულები უცხოელები არიან - რას ამბობს დავით სერგეენკო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

გუდაურში დაშავებულები უცხოელები არიან - რას ამბობს დავით სერგეენკო მათი ჯანმრთელობის მდგომარეობაზე

გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულებს შორის უკრაინისა და შვედეთის მოქალაქეები არიან. მათ სავარაუდოდ, თბილისში გადმოიყვანენ. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ წუთის მდგომარეობით, 8 ადამიანმა მიმართა გუდაურის გადაუდებელი დახმარების კლინიკას. 7 მათგანი ადგილზე რჩება, ერთი კი უკვე გაეწერა.

„საბედნიეროდ, გარდაცვალების შემთხვევა და მძიმე დაზიანებები არ არის, არის 2 პაციენტი საყურადღებო - ერთი უკრაინის და ერთი შვედეთის მოქალაქეა. გუდაურში კარგად აღჭურვილი გადაუდებელი დახმერების კლინიკაა და იქ სრულ სტაბილიზაციას ახდენენ ამ პაციენტების. ასევე სატრანსპორტოდ უკვე პრაქტიკულად ჩასულები არიან რეანომობილები. მოხდება გადაფასება. ამ ორ პაცინეტს, სავარაუდოდ, გადმოვიყვანთ და დანარჩენებთან დაკავშირებით უკვე ადგილზე დამატებითი კვლევები შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დავით სერგეენკომ „იმედთან“ საუბარში.

მისივე განცხადებით, ერთი პაციენტს აქვს ხელის ღია მოტეხილობა და აქვს ასევე თავზე ჭრილობა. მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, არ ყოფილა გონების კარგვა. მეორე პაციენტი არის ორსული ქალბატონი - შვედეთის მოქალაქე, მას აქვს ტკივილები წელის არეში მსუბუქიდან საშუალომდე ხარისხის. მისივე თქმით, დაშავებულებს შორის ბავშვები არ არიან.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი