"აშკარა იყო ელევატორის გაუმართაობა" - რას ჰყვებიან დამსვენებლები გუდაურში მომხდარის შესახებ

"აშკარა იყო ელევატორის გაუმართაობა" - რას ჰყვებიან დამსვენებლები გუდაურში მომხდარის შესახებ

გუდაურში მყოფი დამსვენებლები საბაგიროზე მომხდარ შემთხვევას იხსენებენ. „ათობით ადამიანი იყო დაშავებული. გადმოხტომა დავიწყეთ. საპატრულო სამსახურმა ჯერ სერიოზულად დაშავებულების გაყვანა დაიწყო. უკვე 2 საათია აქ ვარ. არ ვიცი ზუსტად, მაქვს თუ არა რაიმე ტიპის დაზიანება, ველოდები“, - განაცხადა ერთ-ერთმა დაშავებულმა.

მომხდარის შესახებ ყვება კიდევ ერთი დამსვენებელი.

„საბაგირომ უკან მოძრაობა დაიწყო. ჯერ ნელა მოძრაობდა, ხოლო შემდეგ სიჩქარე აკრიფა. ყველამ გადმოხტომა დაიწყო. პანიკა და ჭყლეტა დაიწყო. ბევრი დაშავებული იყო“, - განუცხადა მან ჟურნალისტებს.

კიდევ ერთი დამსვენებლის თქმით კი, „აშკარა იყო ელევატორის გაუმართაობა“.

„სამუხრუჭე სისტემა გაჩერდა. ელევატორმა ვერ შეძლო ხალხის მასის შეკავება. ამ სიმძიმის გამო დაიწყო ბრუნვა. ასეთ მომენტში რთული იყო ორიენტირება. იმის გადაწყვეტა, უნდა გადმოხტე თუ დარჩე“, - განაცხადა მან.

გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულია უკრაინის 4, შვედეთის - 1, რუსეთის - 2 და საქართველოს - 1 მოქალაქე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი