უკრაინის მოქალაქის გარდა, გუდაურიდან თბილისში სხვა დაშავებულებსაც გადმოიყვანენ

უკრაინის მოქალაქის გარდა, გუდაურიდან თბილისში სხვა დაშავებულებსაც გადმოიყვანენ

გუდაურიდან თბილისში კიდევ 4 დაშავებულს გადმოიყვანენ. როგორც პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განაცხადა, ამისთვის გუდაურში კიდევ ერთ ვერტმფრენს ელოდებიან.

„ახლა ველოდებით მეორე ვერტმფრენს. უახლოეს მომავალში დამატებით ინფორმაციას მოგაწვდით“, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული უკრაინისა და შვედეთის მოქალაქეები ვერტმფრენით თბილისში უკვე გადმოჰყავთ. როგორც "ინტერპრესნიუსს" ჯანდაცვის სამინისტროში განუცხადეს, ორივე მათგანს ღუდუშაურის კლინიკაში მოათავსებენ.

ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს ინფორმაციით, გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებულ შვედეთის მოქალაქეს, რომელიც ორსულადაა, აღენიშნება ტკივილები წელის არეში, უკრაინის მოქალაქეს კი ხელის ღია მოტეხილობა აქვს.

შეგახსენებთ, რომ გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად ჯამში, დაშავებულია უკრაინის 4 მოქალაქე, შვედეთის - 1, რუსეთის - 2 და საქართველოს - 1 მოქალაქე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი