გუდაურში დაშავებული უკრაინელი ტურისტი ღუდუშაურის კლინიკაში შეიყვანეს

გუდაურში დაშავებული უკრაინელი ტურისტი ღუდუშაურის კლინიკაში შეიყვანეს

გუდაურში მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავებული უკრაინის მოქალაქე ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს. ვერტმფრენი ღუდუშაურის კლინიკის ეზოში რამდენიმე წუთის წინ დაეშვა. გუდაურიდან ასევე ელოდებიან მეორე ვერტმფრენს, რომელიც შვედეთის მოქალაქეს ჩამოიყვანს, რომელიც ფეხმძიმედაა. მასთან ერთად ამავე ვერტმფრენით მოხდება კიდევ სამი დაშავებულის გადმოყვანა.გარდა ამისა, გუდაურიდან თბილისისკენ უკვე გამოემართა ორი რეანომობილი, რომელსაც დედაქალაქში ასევე ორი ტურისტი გადმოჰყავს. შეგახსენებთ, რომ გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად ჯამში, დაშავებულია უკრაინის 4 მოქალაქე, შვედეთის - 1, რუსეთის - 2 და საქართველოს - 1 მოქალაქე.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი