დიმიტრი ქუმსიშვილი - კომპანია “დოპელმაიერის” წარმომადგენლები გზაში არიან და გუდაურში ხვალ დილით იქნებიან

დიმიტრი ქუმსიშვილი - კომპანია “დოპელმაიერის” წარმომადგენლები გზაში არიან და გუდაურში ხვალ დილით იქნებიან

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი გუდაურში, შემთხვევის ადგილზე ვითარებას გაეცნო.

როგორც დიმიტრი ქუმსიშვილმა “ინტერპრესნიუსთან” საუბრისას განაცხადა, მომხდარზე გამოძიება უკვე დაწყებულია, ხოლო ხვალ, ადგილზე ელოდებიან კომპანია “დოპელმაიერის” წარმომადგენლებს.

ამასთან, დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, ყველაზე მძიმედ დაშავებული მოქალაქეები თბილისში ვერტმფრენით უკვე გადაიყვანეს.

“ამ წუთის მდგომარეობით, 8 ადამიანიდან ყველაზე მძიმედ დაშავებულები ვერტმფრენებით და რეანომობილის დახმარებით თბილისში გადავიყვანეთ. გამოძიება დაწყებულია, მათ შორის ჩამოსულია ტექნიკური ზედამხედველობის სამსახური. რაც შეეხება კომპანია “დოპელმაიერის” წარმომადგენლებს, ისინი გზაში არიან და ხვალ დილით იქნებიან ადგილზე”, - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

„დოპელმაიერი“ გუდაურში საბაგიროს მწარმოებელი კომპანიაა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი