პრინც ჩარლზსა და ქეით მიდლტონს დაძაბული ურთიერთობა აქვთ, მიზეზი კი - ეჭვიანობაა

პრინც ჩარლზსა და ქეით მიდლტონს დაძაბული ურთიერთობა აქვთ, მიზეზი კი - ეჭვიანობაა

პრინც ჩარლზსა და ქეით მიდლტონს დაძაბული ურთიერთობა აქვთ, ამის შესახებ გამოცემა Popsugar ბრიტანელი რეპორტიორის ტომ ბაუერის ბიოგრაფიულ წიგნზე დაყრდნობით წერს. მწერლის მტკიცებით, უელსის პრინცი საკუთარი შვილისა და რძლის მზარდი პოპულარობით ძალიან შეშინდა.

ჟურნალისტი ასევე, წერს, რომ ჩარლზი შვილიშვილებისგან - ჯორჯისა და შარლოტასგან თავს იზოლირებულად გრძნობდა, რადგან ისინი დღესასწაულებს მუდმივად ქეითის მშობლებთან ატარებენ. ამასთან, ჩარზლმა არ მოიწონა წყვილის არჩევანი, მისგან რამდენიმე მილის დაშორებით ეცხოვრათ.

უელსის პრინცს დაძაბული ურთიერთობა აქვს მიდლტონის მშობლებთანაც, სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ დაძაბულობის განსამუხტად საქმეში დედოფალი ელისაბედიც ჩაერთო და მან ქეითის დედა, კეროლი ოჯახურ შეკრებაზე დაპატიჟა, რეპორტიორებმა კეროლი დედოფლის მანქანაში დააფიქსირეს, საჭეს თავად ელისაბედი მართავდა.

ბაუერის მტკიცებით, ჩარლზს წლების მანძილზე არასახარბიელო ურთიერთობა აქვს საკუთარ შვილებთანაც, უილიამთან და ჰარისთან. დაძაბულობა მათ დედასთან, პრინცესა დაიანასთან დაშორების შემდეგ გაჩნდა. ჩარლზი დარწმუნებული იყო, რომ დაიანა „შვილებს გონებას უწამლავდა“ და მის წინააღმდეგ განაწყობდა, განსაკუთრებით კი - კამილა პარკერზე დაქორწინების შემდეგ.

"ბიჭმა მისწერა, ცეცხლს წაგიკიდებ და გიყურებ, როგორ დაიწვებიო"- როგორ წაუკიდა 23 წლის გოგონას შეყვარებულმა ცეცხლი და როგორი ურთიერთობა  ჰქონდა წყვილს მანამდე

"მამამ თქვა, არ მინდა ჩემი შვილი კეკელკა გაიზარდოსო და რუსულენოვან სკოლაში შემიყვანა" - თინა კანდელაკი

რომელ უნივერსიტეტებში ჩააბარეს და რა პროფესიები აირჩიეს ცნობილი ქართველების შვილებმა