ვინ უნდა შეცვალოს მართვის მოწმობა პირველ აპრილამდე? - პასუხი მძღოლებისთვის საინტერესო ყველა კითხვაზე

ვინ უნდა შეცვალოს მართვის მოწმობა პირველ აპრილამდე? - პასუხი მძღოლებისთვის საინტერესო ყველა კითხვაზე

საქართველოში 2006 წლის 1-ელ აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა 2018 წლის 1-ელ აპრილამდე შეუნარჩუნდებათ. იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 1-ელ აპრილამდე ვერ შეცვალა მართვის მოწმობა, ავტომობილის მართვა შეეძლება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის მოწმობას შეცვლის. მართვის მოწმობის შეცვლის მსურველები არც 2018 წლის 1-ელი აპრილის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და პრაქტიკულ გამოცდას.

საჭიროა თუ არა გამოცდის ჩაბარება?

ახალი მართვის მოწმობის ასაღებად არ არის საჭირო არც თეორიული და არც პრაქტიკული გამოცდის ჩაბარება. შეცვლისთვის საჭიროა მომსახურების სააგენტოში მისვლა და დოკუმენტების წარდგენა.

პროცედურებისა და დოკუმენტების შესახებ...

მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულში: თბილისი, რუსთავი, თელავი, გორი, ახალციხე, საჩხერე, ქუთაისი, ოზურგეთი, ბათუმი, ფოთი, ზუგდიდი.

პროცედურის განსახორციელებლად 10 წუთია საჭირო. ახალი მართვის მოწმობის ასაღებად მომსახურების სააგენტოს თანამშრომელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობას, პირადობის დამადასტურებელ მოწმობას და ძველ მართვის მოწმობას მოგთხოვთ. შეცვლის ღირებულებაა 15 ლარი, ხოლო იმ შემთხვევაში თუ მართვის მოწმობა დაკარგულია - 35 ლარი.

რატომ იცვლება მართვის მოწმობები? წაიკითეთ მეტი autobild.ge-ზე

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი