გუდაურში, საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შესახებ ექსპერტებმა მოკვლევა დაასრულეს

გუდაურში, საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შესახებ ექსპერტებმა მოკვლევა დაასრულეს

გუდაურში დაშავებულმა შვედმა ტურისტმა კლინიკა „მედიქლაბ ჯორჯია“ დატოვა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა გიორგი გოცაძემ განუცხადა.

მისივე თქმით, შვედი ფეხმძიმე ტურისტის მდგომარეობა სტაბილურია. ის კლინიკიდან დღეს დილით გაწერეს და აეროპორტამდე რეანომობილით გადაიყვანეს.

შვედი ქალი 16 მარტს გუდაურის საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შედეგად დაშავდა. მას „მედიქლაბ ჯორჯიაში“ ძირითადად წოლითი რეჟიმი ჰქონდა დანიშნული.

გუდაურში, „საძელეს“ საბაგიროზე მომხდარი შემთხვევის შესახებ ექსპერტების დასკვნა უახლოეს ხანში გახდება ცნობილი. ამის შესახებ ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„საერთაშორისო კომპანია „ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენლებმა, რომლებიც საქართველოს მთავრობის მოწვევით მესამე დღეა გუდაურში იმყოფებიან, ძირითადი მოკვლევა დაასრულეს და დასკვნის მოსამზადებლად იწყებენ მუშაობას. კომპანიის ექსპერტებმა შეისწავლეს როგორც დოკუმენტაცია, ასევე უშუალოდ საძელეს საბაგიროზე ჩაატარეს დეტალური კვლევა შემთხვევის მიზეზების დასადგენად.

შეგახსენებთ, რომ „ბიურო ვერიტასი“ 1828 წელს დაფუძნდა და დღეს მსოფლიოში ლიდერი კომპანიაა ტესტირების, ტექნიკური ინსპექტირებისა და სერტიფიცირების მიმართულებით, რომელსაც აქვს საბაგირო ლიფტების შემოწმებისა და ექსპერტიზის სპეციალური ქვედანაყოფი.

16 მარტს, გუდაურში მომხდარი შემთხვევის შესახებ დამოუკიდებელი, საერთაშორისო ექსპერტების დასკვნის მოსამზადებლად საქართველოს მთავრობამ სწორედ „ბიურო ვერიტასის“ წარმომადგენლები მოიწვია, რომლებმაც საქართველოს პროკურატურის, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოსა და საბაგიროს მწარმოებელი კომპანია „დოპელმეიერის“ წარმომადგენლებთან ერთად რამდენიმედღიანი, დეტალური მოკვლევა განახორციელეს.

„ბიურო ვერიტასის“ ექსპერტები გუდაურს დღეს დატოვებენ. მათ მიერ მომზადებული დასკვნა უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი“, – აცხადებენ სამინისტროში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი