ავტორი:

"დედით ქართველი და მამით სომეხი სერგეი ლავროვი" - რას წერს რუსული მედია იუბილარ დიპლომატზე

"დედით ქართველი და მამით სომეხი სერგეი ლავროვი" - რას წერს რუსული მედია იუბილარ დიპლომატზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც 21 მარტს დაბადების დღე აქვს, შესაძლოა პირველი დიპლომატის პოზიციას დაემშვიდობოს... რუსული მედიის ინფორმაციით, ლავროვი შესაძლოა, ვლადიმირ პუტინის რიგით მეოთხე ინაუგურაციის შემდეგ დაასვენონ.

ასევე რუსული მედიის ცნობით, მას ძალიან უყვარს სპორტი და თევზაობა. თავისუფალ დროს ლექსებსაც წერს და პოლიტიკურ ანეგდოტებსაც ინიშნავს, რომლის მოყოლაც ძალიან უყვარს. ასე რომ, ნომერ პირველ რუს დიპლომატს, შესაძლოა, მემუარების დაწერის დროც გამოუჩნდეს.

novayagazeta.ru-ს ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი ამ თემაზე ჟურნალისტებთან საუბარს თავს არიდებს.

"ჯობია, ბატონ ლავროვს დაბადების დღე მივულოცოთ და სპეკულაციებს ყურადღებას ნუ მივაქცევთ," - განაცხადა მან.

ჯერ კიდევ საპრეზიდენტო არჩევნებამდე ლავროვის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაციას RTVI-ი ავრცელებდა. ერთი ვერსიით, ის "დამსახურებულ პენსიაზე" გადიოდა, სხვა ინფორმაციით კი რუსეთის უშიშროების საბჭოში გადადიოდა.

რუსული მედიიის ცნობით, დედით ქართველი და მამით სომეხი სერგეი ლავროვი 68 წლის გახდა და 14 წლის განმავლობაში, რუსეთის საგარეო საქმეთა შეუცვლელი მინისტრი იყო. "ჯობია დაისვენოს, იქნებ, სხვა უკეთესი დიპლომატებიც გვყავს", - წერს რუსული მედია.

რაც შეეხება სერგეი ლავროვის "დედულეთთან" ურთიერთობას, 2016 წელს ახალგაზრდულ ფორუმზე მან განაცხადა, რომ საქართველო ძალიან უყვარს და ჩამოსვლა სურს, თუმცა სტატუსის გამო ამას ვერ ახერხებს...

"ჩვენ დღეს საქართველოში საელჩო არ გვაქვს, ამის მიზეზი კი ის არის, რომ საააკაშვილმა ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთერთობები გაწყვიტა... ინტერესების სექცია კი შვეიცარიამ გახსნა. ყველას ესმის, არავინ და არსად წასულა. უბრალოდ, შენობაზე აბრა გამოიცვალა... ძალიან ბევრი მეგობარი მყავს, რომლებიც საქართველოში ჩადიან და მჯერა, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებთ" - განაცხადა მან.

რუსული მედიის ცნობით, ლავროვი პენსიაზე გასვლის შემდეგ "დედულუთში" მოგზაურობასაც არ გამორიცხავდა. ის გასული წლის აპრილში მისი ქვეყნის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა და სოხუმელებისთვის საყვარელ "ბრეხალოვკაზე" აფხაზებთან ერთად ყავაც დალია.

რუსეთის მიერ აფხაზეთის "დამოუკიდებლობის" აღიარების შემდეგ ლავროვი აფხაზეთში მესამედ ჩავიდა. პირველად, აფხაზეთის აღიარებიდან რამდენიმე დღეში, 15 სექტემბერს, ის აფხაზეთს სამოქალაქო ლაინერით ეწვია. ის იყო სხვა ქვეყნის პირველი მაღალჩინოსანი, ვინც ოკუპირებულ რეგიონში არასამხედრო საფრენი აპარატით ჩაფრინდა.

მეორედ რუსი დიპლომატი აფხაზეთში, 2011 წლის 26 აპრილს ჩავიდა, როდესაც მოსკოვმა და სოხუმმა უვიზო მიმოსვლის შესახებ ნოტები გაცვალეს. მან იმ დროს ე.წ. აფხაზეთის "ხელმძღვანელობის" ტერიტორიაზე მყოფი რუსი სამხედროებისთვის, როგორც გაწვეულებისთვის, ასევე, საკონტრაქტო სამსახურით მყოფებისთვის, განსაკუთრებული რეჟიმის დამყარების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერა.

მესამედ, რუსეთის ნომერ პირველი დიპლომატი, სოხუმში რუსეთის ფედერაციის საელჩოს ახალი კომპლექსის გახსნაზე დასასწრებად ჩაფრინდა. ასე რომ, სერგეი ლავროვს, საქართველოს მიმართ "დიპლომატიური ჟესტის" გამოჩენა არასდროს უჭირდა და შესაბამისად, ისიც ეცოდინება, როგორ ელოდებიან "დედულეთში".

რუსეთში ტერორისტი მოზარდები მომრავლდნენ? - ФСБ-მ მტკიცებით, ბოლო დღეებში მასობრივი მკვლელობები აღკვეთეს

უჩვეულო ამინდი ავსტრალიაში - მიუხედავად ზაფხულისა, ქვეყანაში თოვლი მოვიდა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებული 36 574 ადამიანი გამოჯანმრთელდა