ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში - "ნაცმოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები ერთმანეთს გაუსწორდნენ

ფიზიკური დაპირისპირება ზუგდიდის საკრებულოში - "ნაცმოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" წევრები ერთმანეთს გაუსწორდნენ

ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციური პარტიების, „ევროპული საქართველოს“ წევრი ბათლომე შელია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანაკლიის მაჟორიტარი დეპუტატი დავით შელია ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.

ორივე მათგანს ფიზიკური დაზიანება აღენიშნება - ბათლომე შელიას ცხვირის, ხოლო დავით შელიას - თავის არეში. დაპირისპირებას წინ კამათი უძღოდა, რაც „ევროპული საქართველოს“ მიერ ახალი ფრაქციის ჩამოყალიბებას მოჰყვა.

ამ წუთებში ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებიან.

ნახეთ ვიდეო