"ვენდის" მენიუს შეკვეთა Menu.ge -ზე უკვე 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

"ვენდის" მენიუს შეკვეთა Menu.ge -ზე უკვე 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი

ამერიკული რესტორნების ქსელი "ვენდი" Menu.ge-ს პარტნიორი გახდა და ამიერიდან „ვენდის“ უგემრიელესი მენიუს შეკვეთა ყოველ დღე, 24 საათის განმავლობაშია შესაძლებელი სახლიდან ან ოფისიდან გაუსვლელად. მენიუს შეკვეთა შესაძლებელია ვებ გვერდზე www.menu.ge ან აპლიკაციის menu.ge მეშვეობით. მიტანის სერვისით სარგებლობა შესაძლებელია როგორც თბილისში, ასევე გორსა და ბათუმში. აღსანიშნავია, რომ ბათუმში მიწოდების სერვისი უფასოა და მომხმარებელი გადაიხდის მხოლოდ შეკვეთილი მენიუს ღირებულებას.

Menu.ge-ზე შესაძლებელია "ვენდის" უგემრიელესი ბურგერების, კომბო მენიუების, სალათების და გარნირების შეკვეთა. შეკვეთის მიწოდების მაქსიმალური დრო შეადგენს 30 წუთს. შეკვეთის ანგარიშსწორება შესაძლებელია როგორც ნაღდი ანგარიშსწორებით, ასევე ონლაინ VISA და MASTERCARD-ით გადახდით:

"ვენდის" ამერიკული რესტორნების ქსელის განვითარება "ვისოლ ჯგუფმა" 2013 წელს დაიწყო. 2015 წლიდან "მეტი ქართული პროდუქტის" ინიციატივის ფარგლებში კი ამერიკული რესტორნების ქსელმა "ვენდიმ" და "დანკინ დონატსმა" იმპორტის უდიდესი წილი ქართული პროდუქტებით ჩაანაცვლა და ერთგულ მომხმარებელს ქართული პროდუქტებით დამზადებულ ყოველდღიურად ახალ, უსაფრთხო, მაღალი ხარისხის, უგემრიელეს კერძებს სთავაზობს.

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის