შათირიშვილი და ლილუაშვილი ბორდის წევრები გახდნენ - პარლამენტმა ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო

შათირიშვილი და ლილუაშვილი ბორდის წევრები გახდნენ - პარლამენტმა ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო

პარლამენტმა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში არსებულ ვაკანტურ თანამდებობებზე ორი კანდიდატი - უმრავლესობის წარდგინებით ზაზა შათირიშვილი და აჭარის უმაღლესმა საბჭოს კვოტით ბესიკ ლილუაშვილი აირჩია.

პარლამენტმა უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების კვოტით წარდგენილი ნინია კაკაბაძის კანდიდატურა ჩააგდო - მას მხარი პარლამენტის მხოლოდ 11-მა წევრმა დაუჭირა, ხოლო 40-მა დეპუტატმა კაკაბაძის კანდიდატურის წინააღმდეგ მისცა ხმა. კენჭი სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ ზვიად დევდარიანის კანდიდატურასაც ეყარა, რომელიც ასევე ჩავარდა (3-მომხრე, 45-წინააღმდეგი). როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა, იმის მიუხედავად, რომ დევდარიანმა საკუთარი კანდიდატურა მოხსნა, პარლამენტში შესაბამისი განცხადება არ შესულა, რის გამოც დევდარიანის კანდიდატურა კენჭისყრაზე დადგა.

ზაზა შათირაშვილი უმრავლესობის კვოტით, 103 ხმით დაამტკიცეს (8 - წინააღმდეგი), რაც შეეხება ბესიკ ლილუაშვილის კანდიდატურას, ის 101 ხმით (5 - წინააღმდეგი) აირჩიეს.

საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოში ორი ვაკანტური ადგილი რჩება.

"არჩეული კანდიდატები უფლებამოსილებას 18 აპრილიდან შეუდგებიან. რაც შეეხება უმრავლესობის გარეთ დარჩენილ წევრებს და სახალხო დამცველს, მათ შეუძლიათ ათი დღის ვადაში წარადგინონ იგივე ან სხვა კანდიდატურა", - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის პროცედურის დასრულების შემდეგ.

როგორი იქნება თემქის ტყე-პარკი, რომლის მოწყობისთვის ტენდერი გამოცხადდა - რა თანხის დახარჯვა გეგმავს მერია?

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - განახლებული ინფორმაცია  stop.gov.ge-დან

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის ბებია პროკურატურასთან შეუძლოდ გახდა - იგი კლინიკაში გადაიყვანეს