დოდო გუგეშაშვილი - ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კისერში წაუჭირო კრემლს, თავისი ახალარჩეული სადისტი პუტინიანად

დოდო გუგეშაშვილი - ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კისერში წაუჭირო კრემლს, თავისი ახალარჩეული სადისტი პუტინიანად

ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კისერში წაუჭირო კრემლს, თავისი ახალარჩეული სადისტი პუტინიანად, - ამის შესახებ თადარიგის ყოფილმა პოლკოვნიკმა დოდო გუგეშაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

გუგეშაშვილი სოფელ წილკანში იმყოფებოდა, რომელმაც გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილ არჩილ ტატუნაშვილის ოჯახს მიუსამძიმრა.

"საქმე იმაშია, რომ ეს ყმაწვილი არის გმირი, მაგალითი სამშობლოსთვის, მაგალითი იმ დროისთვის, როდესაც თითქოს ღიად არ მიმდინარეობს ომი, მაგრამ ოკუპანტი რუსეთი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გამოხშიროს ქართველები. მაგალითი გვაქვს თუნდაც გმირი ტატუნაშვილის სახელით. მაგრამ, როდესაც ვამბობთ, რომ რუსეთი ერთმორწმუნეა, ერთმორწმუნე სახელმწიფო მიცვალებულს არ მალავს და ომში გვქონდა იმის ვალდებულება, შესაძლებლობა, რომ ცხედრები გაგვეგზავნა მოპირისპირე, მტრულად განწყობილი მხარისთვის. აწყვეტილი აქვს რუსეთს ბოლომდე და თუნდაც ის, რომ ამ დღეებში კიდევ ორი ახალგაზრდა ყმაწვილი სალოცავიდან წაიყვანეს... მე არ ვიცი ამას სახელი რა ვუწოდო. მე ვიცი ის, რომ არ არის საკმარისი ჩვენი მეგობრების საერთაშორისო სარბიელზე პროტესტი. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კისერში წაუჭირო კრემლს, თავისი ახალარჩეული სადისტი პუტინიანად და იმ ადამიანებს, ვინც მსგავს საზიზღრობებს ჩადიან," - განაცხადა გუგეშაშვილმა.

ეთერშია თოქ-შოუ "360 გრადუსი"

"ნაციონალურმა მოძრაობამ" ჩათვალა, რომ ნანუკას სხვა ტიპის ენერგია აქვს, ვიდრე ბატონ დევის" - ნანუკა ჟორჟოლიანი

LIVE - ეთერშია გადაცემა "რეზიუმე"