ზუგდიდში ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

ზუგდიდში ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან მიტოვებული ახალშობილი იპოვეს

ზუგდიდში, ჭავჭავაძის ქუჩაზე ერთ-ერთი სახლის ჭიშკართან მიტოვებული ახალშობილი იპოვეს. ახალშობილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. საავადმყოფოს სამედიცინო მენეჯერის, სულხან ორჟონიას ინფორმაციით, კლინიკაში ჩვილი გუშინ დღის პირველ ნახევარში შეიყვანეს და მისი მდგომარეობა სტაბილურია. ორჟონიას თქმით, ჩვილს დაბალი ტემპერატურა აღენიშნებოდა და სისხლში ჟანგბადის დეფიციტი ჰქონდა.

"ქუჩიდან მოიყვანეს გაყინული, ჰიპოთერმიით, დაბალი ტემპერატურით და ციანოზით. მას შესაბამისი სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდა, რის შემდეგაც ახალშობილთა განყოფილებაში მოვათავსეთ. ამჟამად ჩვილის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" სულხან ორჟონიამ.

შს სამინისტროში გამოძიება სს კოდექსის 127-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან 2-წლამდე თავისუფლების აღკვეთით. უწყებაში დამატებით დეტალებზე არ საუბრობენ და ამბობენ, რომ საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი