რონიკო - Ray-Ban-ის სერტიფიცირებული გამყიდველი! სად შევიძინოთ დადასტურებულად ორიგინალი Ray-Ban?!

რონიკო - Ray-Ban-ის სერტიფიცირებული გამყიდველი! სად შევიძინოთ დადასტურებულად ორიგინალი Ray-Ban?!

მსოფლიოში ყველაზე პოპულარულმა და მოთხოვნადმა სათვალეების ბრენდმა Ray-Ban შექმნა და მთელ მსოფლიოში ახორციელებს პროექტს სახელწოდებით „Ray-Ban-ის სერტიფიცირებული გამყიდველი!“

ეს პროექტი, ერთის მხრივ, იცავს დისტრიბუტორის ინტერესებს და აძლევს მას შესაძლებლობას, რათა ლოკალური მომხმარებლის მიერ იდენტიფიცირებულ იქნას როგორც Ray-Ban-ის ოფიციალური გამყიდველი. ხოლო, მეორეს მხრივ, იცავს მომხმარებლის ინტერესებს, სთავაზობს რა მას კონკრეტულ საშუალებებს, თუ როგორ დარწმუნდეს, რომ სწორედ სერტიფიცირებული გამყიდველისგან ყიდულობს ორიგინალ Ray-Ban-ს!

ამ ლეგენდარული და გლობალური ბრენდისთვის მწვავედ დგას გამყალბებლებთან, ზოგადად, სიყალბეებთან ბრძოლის საკითხი. ვინაიდან Ray-Ban მსოფლიოში ნომერ პირველი გაყიდვადი ბრენდია, მისი სათვალეც ასევე ყველაზე მასშტაბურად გაყალბებადი პროდუქტია. ყოველი ყალბი (Fake) სათვალე კი წარმოადგენს პოტენტიურ საფრთხეს მომხმარებლის თვალის ჯანმრთელობისათვის. პროექტი „Ray-Ban-ის სერტიფიცირებული გამყიდველი!“ ეხმარება თავად ბრენდს და მის დისტრიბუტორს სიყალბეების წინააღმდეგ ბრძოლაში და, უპირველეს ყოვლისა, იცავს მომხმარებლის ინტერესებს, აძლევს რა მას ნათელ, ღია და ოფიციალურ ინფორმაციას, თუ რომელი ოპტიკური ქსელი არის Ray-Ban-ის სერტიფიცირებული გამყიდველი!

საქართველოში Ray-Ban-ის ოფიციალური დისტრიბუტორი გახლავთ კომპანია „რონიკო“, რომელიც ამ ბრენდის სათვალეების გავრცელებას ახდენს როგორც საკუთარ ქსელში, - ანუ „რონიკოს“ ოპტიკურ სალონებში, ასევე ისეთ ოპტიკურ ქსელებში, როგორებიცაა „კენარი“ და „ოპტიმისტი“.

2018 წლის მარტში „რონიკო“ გახდა Ray-Ban-ის ამ გრანდიოზული და მსოფლიო მასშტაბის პროექტის ნაწილი! ასევე ამ პროექტის ნაწილია „კენარის“ და „ოპტიმისტის“ ქსელები, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოპტიკურ კომპანიებს ლეგენდარულმა ბრენდმა მიანიჭა Ray-Ban-ის სერტიფიცირებული გამყიდველების სტატუსი. ხოლო ქართველ მომხმარებელს ამ ინფორმაციის გადამოწმება შეუძლია Ray-Ban-ის ოფიციალურ ვებ გვერდზე - www.ray-ban.com - სადაც შეყვანილია „რონიკოს“, „კენარის“ და „ოპტიმისტის“ კონკრეტული ოპტიკური სალონები: კერძოდ, „რონიკოს“ - 19, „კენარის“ – 11, „ოპტიმისტის“ – 3 მაღაზია, ჯამში 33 ფილიალი საქართველოს მასშტაბით!

ვულოცავთ ქართველ მომხმარებლებს, რომლებსაც ამიერიდან დადასტურებულად, თამამად და ყოველგვარი ეჭვისა თუ ყოყმანის გარეშე შეეძლება შეიძინოს სასურველი ორიგინალი Ray-Ban სერტიფიცირებული გამყიდველის სივრცეში! ცხადია, „რონიკო“ თავისი არსებობის 23 წლის მანძილზე მუდმივად აწვდიდა და აწვდის ქართულ ბაზარს მხოლოდ ორიგინალ ბრენდულ პროდუქციას, მაგრამ ახლა, ამ მსოფლიო მასშტაბის პროექტის მეშვეობით, ქართველ მომხმარებელს უკვე უშუალოდ Ray-Ban-ისგან შეუძლია მიიღოს იმფორმაცია და მოხდინოს სერტიფიცირებული გამყიდველების იდენტიფიცირება!

ქართული ოპტიკური ბიზნეს-სფეროსთვის, ასევე სრულიად საზოგადოებისათვის ამ მნიშვნელოვანი და სასარგებლო მოვლენის აღსანიშნავად, საქართელოში, კერძოდ კომპანია „რონიკოში“ დღეს ვიზიტად ჩამოვიდა Ray-Ban-ის წარმომადგენელი და Luxottica ჯგუფის მარკეტინგის მენეჯერი, რომელიც 28, 29 მარტს გააკეთებს პროექტის ფართომასშტაბიან წარდგენას „რონიკოს“ სივრცეში და ოპტიკის სფეროს წარმომადგენელებს, საცალო თუ საბითუმო კომპანიების მფლობელებს ჩაუტარებს პროექტის დეტალურ პრეზენტაციას. ეს შეხვედრა ასევე საინტერესო იქნება მედიის წარმომადგენლებისათვის, რომლებსაც „რონიკო“ საშუალებას მისცემს დეტალური ინფორმაცია და ინსტრუქცია მოაწოდონ ქარველ მომხმარებლებს, ვინაიდან ბრენდ Ray-Ban-ის მუდამ აქტუალური სათვალეების მოყვარულთა რიცხვი ჩვენს ქვეყანაში ძალიან დიდია! პრეზენტაციაზე დასწრება მნიშვნელოვანი იქნება მომხმარებელთა უფლებების დამცველი ორგანიზაციებისათვის.

პრეზენტაციაზე დასასწებად მიმდინარეობს რეგისტრაცია. მსურველებს შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე: +(995) 557 90 00 53

(R)

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის