როგორ უნდა მოიწყოთ განსხვავებული სახლის ინტერიერი?

როგორ უნდა მოიწყოთ განსხვავებული სახლის ინტერიერი?

სახლს ყოველთვის ეტყობა პატრონის პიროვნული თვისებები და მისი ინტერიერის მიხედვით ადამიანის შესახებ ვრცელი ინფორმაციის შეგროვებაც შესაძლებელია. არსებობს ხალხის ნაწილი, რომელიც საკუთარ შინაგან სამყაროს ვარცხნილობით ან ტანსაცმლით გამოხატავს. თუმცა იშვიათად ვაანალიზებთ, რომ სახლიც შეიძლება შეესაბამებოდეს პიროვნების რეალურ სახეს, აბსოლუტურად გამოხატავდეს მის ინტერესებს, გატაცებებს, ხასიათს, ჩვევებსა და ცხოვრების წესს.ფსიქოლოგების ნაწილი ფიქრობს, რომ არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ავეჯს ანიჭებთ უპირატესობას – ძველებურს, ულტრათანამედროვეს თუ იმას, რაც ხელში მოგხვდათ და დაუფიქრებლად შეიძინეთ. მთავარი სწორი განლაგება და კომფორტია. თუმცა ეს ყველაფერი საკმარისი არ არის. სახლი ის ადგილია, რომელიც მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან გატარებულ დროს ან უბრალოდ, დამღლელი დღის შემდეგ დასვენებას უკავშირდება. ავეჯი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სასიამოვნო გარემოს შექმნის პროცესში სახლის დეკორაცია ქვაკუთხედის როლს ასრულებს. ინტერიერის სწორი სტრატეგიით მოწყობა გადამწყვეტია, რადგან ეს არა მხოლოდ ადგილის ესთეტიკურ მხარეს აუმჯობესებს, არამედ, რაც უნდა გასაკვირი იყოს, გამართულად ფუნქციონირებაშიც ეხმარება.

ინდივიდუალური შტრიხების გამოსაკვეთად, ფულისა და სხვა რესურსების დასაზოგად უამრავი ადამიანი საცხოვრებელ გარემოს ხელნაკეთი ნივთებით ალამაზებს. ეს, ერთი მხრივ, დიდი არჩევანის შესაძლებლობას ანიჭებს სახლის პატრონს, მეორე მხრივ, არსებული რესურსების უკეთ ათვისებასა და ორიგინალურობაში ეხმარება. ბევრს არ მოსწონს, როდესაც საყვარელ ნივთს სხვის სახლშიც აღმოაჩენს. ყველაფრის ხელით აწყობა კი ამის შანსს აბსოლუტურად გამორიცხავს.

პატარა დეტალებით შთამბეჭდავი კომპოზიციების შექმნა საკმაოდ მარტივია და დიდ ძალისხმევას არ მოითხოვს. შეგიძლიათ გააკეთოთ ახალი ჩარჩოები ძველი ფოტოებისთვის, სპეციალური სათავსოები ან ჩამოკიდოთ ლამაზი სიზმართმჭერი – ეს ყველაფერი თქვენს ფანტაზიასა და წარმოსახვის უნარზეა დამოკიდებული. ყველაზე მცირე ელემენტიც კი ინდივიდუალურ შტრიხს შესძენს თქვენს სახლს და შესაძლოა, სხვებისთვის ინსპირაციის წყაროდაც იქცეს. სახლი იქცევა ადგილად, რომელიც კონკრეტულ ხასიათს შეიძენს იმის მიხედვით, თუ როგორ ნივთებს ანიჭებთ უპირატესობას, შეინახავს თქვენს მოგონებებსა და ემოციებს.

სახლის გამრავალფეროვნების პროცესში, ინდივიდუალური მიდგომის გარდა, შეიძლება სასიამოვნო კოლაბორაციების მოწყობა ოჯახის წევრებთან ერთადაც. შეგიძლიათ შვილებთან ერთად შექმნათ ორიგინალური სანათები, პატარა ყუთები ბიჟუტერიისთვის ან რბილი სათამაშოები, რომლებსაც ოთახებში დაკიდებთ ან შეინახავთ. ეს საქმიანობა თქვენი პატარების უკეთ გაცნობაშიც დაგეხმარებათ, მათთან გატარებული დრო შექმნილ ნივთებთან ერთად ფასდაუდებელ მოგონებებად იქცევა.

უნდა აღინიშნოს, რომ ხელსაქმეში ნებისმიერი წვრილმანის გამოყენებაც შეგიძლიათ. მათი შეძენა და დამატებითი ინფორმაციის შეგროვება კი შესაძლებელია ”ბიბლუსი გალერეაში“. მაღაზიაში კრაფტის სივრცე მრავალფეროვანი ნივთების მოყვარულთათვის ნამდვილი სამოთხეა და ნებისმერი სახლისთვის მოიძებნება სასურველი ატრიბუტი. ამავდროულად, კრაფტის სპეციალისტები ადგილზევე დაგეხმარებიან ხელნაკეთი ნივთის შექმნაში და მოგცემენ კვალიფიციურ რჩევებს მასალის არჩევისას.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს