ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ორ წლამდე ბავშვი გადმოვარდა

ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ორ წლამდე ბავშვი გადმოვარდა

ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულიდან ორ წლამდე ბავშვი გადმოვარდა. ბავშვი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრშია გადაყვანილი. ექიმის ინფორმაციით, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მომხდარზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება "სისხლის სამართლის კოდექსის" 124-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის მძიმე, ან ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

იხილეთ ვიდეო: ბათუმში წლინახევრის ბავშვი კორპუსიდან გადმოვარდა - რას ამბობს ბაბუა?

ბამბის რიგში რესტორანი იწვის - ადგილზე 4 სახანძრო მუშაობს

დამწვარია 200-დან 250 კვ.მ ფართობი - რა ვითარებაა ბაზრობა "თერგის" ტერიტორიაზე

ძლიერი ხანძარი თბილისში - ბაზრობა "თერგის" მეორე სართულზე ღია ცეცხლია