ვინ არის მილიონერი, რომელიც წყნეთში სასახლეს აშენებს

ვინ არის მილიონერი, რომელიც წყნეთში სასახლეს აშენებს

ორი დღეა მითქმა-მოთქმა არ წყდება წყნეთში მშენებარე მასშტაბური სასახლის თაობაზე. როგორც გაირკვა, მისი ფართობი 1 850 კვადრატული მეტრია და მას სამშენებლო კომპანია "ანაგი" კერძო, ფიზიკური პირის დაკვეთით ასრულებს. როგორც კომპანიის ვებ-გვერდზეა აღნიშნული, მშენებლობა 2017 წლის აგვისტოში დაიწყო და დასრულდება 2018 წლის ოქტომბერში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მონოლითური რკინაბეტონის მზიდი კარკასის მოწყობის სამუშაოები.

ვინ არის სასახლის მეპატრონე? - თავდაპირველად გამოითქმოდა ვარაუდი, რომ ის შესაძლოა ე.წ. კანონიერი ქურდის, შაქრო კალაშოვის კუთვნილება ყოფილიყო, თუმცა მოგვიანებით გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მშენებარე სასახლის მეპატრონე ბიზნესმენი თამაზ სომხიშვილია.

2017 წლის მაისში Ambebi.ge დაინტერესდა წყნეთის სამთავრობო აგარაკების ბედით. საქართველოს მთავრობის 2016 წლის 27 ოქტომბრის განკარგულებით, დაბა წყნეთში მდებარე ერთ-ერთი აგარაკი - 8 226 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული რამდენიმე შენობა-ნაგებობა პირდაპირი მიყიდვის ფორმით 4 288 320 ლარად საკუთრებაში გადაეცა ფიზიკურ პირს თამაზ სომხიშვილს. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ" დაადგინა.

ვინ არის თამაზ სომხიშვილი?

"ბიზნესპრესნიუსის" ინფორმაციით, 1957 წელს დაბადებული თამაზ სომხიშვილი 50 ყველაზე მდიდარ ქართველს შორის სახელდება. სხვადასხვა წყაროს ცნობით, მისი ქონება ასეულობით მილიონ დოლარს აღწევს. ქართველმა მილიონერმა საქართველო გასული საუკუნის 90-იან წლებში დატოვა და რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც სხვადასხვა ბიზნესი წამოიწყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სომხიშვილი კომპანია "როსნეფტექსპორტის" მფლობელი და გენერალური დირექტორი იყო განაგრძეთ კითხვა