"ამ სარტყელს უამრავი სასწაული უკავშირდება" - რა სიწმინდე ინახება სამებაში

"ამ სარტყელს უამრავი სასწაული უკავშირდება" - რა სიწმინდე ინახება სამებაში

კიკოთის ხატს არა ერთი სასწაული უკავშირდება, თუმცა, მართლმადიდებლების დიდმა ნაწილმა ამის შესახებ ნაკლებად იცის. ხატის ასლი საქართველოში ათი წლის წინ ჩამოაბრძანეს, მაშინ დამზადდა სპეციალური სარტყელი, რომლითაც უშვილო წყვილს პარაკლისს უტარებენ და სასწაულიც ხდება. „რეიტინგი“ არქიმანდრიტ იოანე მჭედლიშვილს ესაუბრა.

- დაახლოებით 10 წლის წინ ჩამოაბრძანეს კვიპროსიდან კიკოთის ხატი, რომელიც ორიგინალთან ჰქონდათ მიახლოვებული. ეს ძალიან ცნობილი ხატია, რომელიც კვიპროსში მისსავე სახელობის მონასტერშია დაბრძანებული. ამ ხატს სახე მთლიანად საფარველით აქვს დაფარული, მხოლოდ ხელის მტევანი ჩანს. მას ბევრი ისტორია უკავშირდება...

ერთ-ერთი გადმოცემით, ბერებმა იმდენად ლამაზად ჩათვალეს ეს ხატი, რომ მათ თქვეს, ჩვენ არ ვართ ამ ხატის ხილვის ღირსიო და საფარველი ააფარეს.

მეორე გადმოცემით, ერთ-ერთმა მეფემ გააკეთა ეს, იმიტომ რომ იმდენად მოსწონდა ეს ხატი, არ სურდა ის ბევრ ადამიანს ენახა, რა თქმა უნდა, კეთილი და კარგი გაგებით. მოკლედ, დიდი ისტორიის და ბევრი სასწაულის მქონე ხატია და როდესაც ამ ხატის ასლი ჩამოაბრძანეს სამების საკათედრო ტაძარში, გაკეთდა სარტყელიც. სარტყელზე ხარებაა გამოსახული, რომელსაც უამრავი სასწაული უკავშირდება.

- ცნობილია, რომ უშვილო წყვილები მოდიან ხშირად და მათ უტარებენ პარაკლისს ამ სარტყელით, რა შემთხვევაში თანხმდებით მათ პარაკლისზე?

განაგრძეთ კითხვა

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი