უცხოელის მიერ ნაცემ მოზარდს შესაძლოა მხედველობის პრობლემა შეექმნას - რას ამბობენ 13 წლის ბიჭის ახლობლები

უცხოელის მიერ ნაცემ მოზარდს შესაძლოა მხედველობის პრობლემა შეექმნას - რას ამბობენ 13 წლის ბიჭის ახლობლები

იაშვილის კლინიკაში გადაყვანილი 13 წლის მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია. ექიმებმა მშობლები პალატაში შეუშვეს. ბავშვთა საავადმყოფოში იმყოფებიან დაშავებულის დედა და დეიდა.

მოზარდს გამოკვლევას ჩაუტარებს ოფთალმოლოგი, ვინაიდან მას თვალებზე სხვადასხვა სახის დაზიანება აღენიშნება. მოზარდის ახლობლები შიშობენ, რომ მას შესაძლოა მხედველობის პრობლემები შეექმნას. სავარაუდოდ, პაციენტს ოფთალმოლოგი 22.00 საათვისთვის მოინახულებს.

საავადმყოფოში ასევე იმყოფებიან სამართალდამცველები, თუმცა, უცნობია, მოხდა თუ არა დაზარალებულის გამოკითხვა და მისცა თუ არა 13 წლის მოზარდმა ჩვენება პოლიციას. მომხდარის მიზეზებზე დაშავებულის ახლობლებს არ საუბრობენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა დღეს, თბილისში, ვაჟა-ფშაველას მე-7 კვარტალში, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე, 1996 წელს დაბადებული რ.ა. არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

"მთავარი კითხვაა, გარდაიცვლებოდა თუ არა ლექსო ლაშქარავა თუნდაც ნარკოტიკის მოხმარების გამო, სასტიკად ნაცემი და მძიმე ტრავმებით რომ არ ყოფილიყო" - ექსპერტი

"როგორ მოახერხა შსს-მ ათეულობით მოწმისა და 70-მდე ვიდეოს მოპოვება ორ დღეში? თავიდანვე ზედოზირებას რატომ განიხილავენ, როცა ექსპერტიზის დასკვნა ჯერ არ არის" - ლექსო ლაშქარავას ოჯახის ადვოკატი

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე კიდევ ერთი პირი დააკავეს