ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ბზის მოჭრაზე კონტროლი მკაცრდება

ბზობის დღესასწაულის მოახლოების გამო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, კამპანიას - „ნუ მოჭრი ბზას“ აგრძელებს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, სამინისტრო ბზის მოჭრაზე კონტროლს განსაკუთრებით ამკაცრებს. სამართალდარღვევაზე გავრცელდება კანონით დადგენილი სანქციები.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებით, დაშვებულია ეროვნულ საშენ მეურნეობასა და კერძო სანერგეებში გამოყვანილი ბზის რეალიზაცია.

„ტყეში ბზის მოჭრა, ამოძირკვა ან ტოტების დაზიანება დასჯადი ქმედებაა და ითვალისწინებს როგორც ადმინისტრაციულ, ასევე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. საჯარიმო სანქციების ოდენობა 200-დან 500 ლარამდეა, ხოლო თუ გარემოსათვის მიყენებული ზიანი 1000 ლარს გადააჭარბებს - აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე“, – აცხადებენ სამინისტროში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი