რუსთავში ბუნებრივი აირით 4 თვის ჩვილი და ორი ქალი მოიწამლა

რუსთავში ბუნებრივი აირით 4 თვის ჩვილი და ორი ქალი მოიწამლა

რუსთავში, ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის მორიგი ფაქტი დაფიქსირდა. შემთხვევა, ცოტა ხნის წინ, მე-12 მიკრო რაიონის ერთ-ერთი საცხოვრებელ კორპუსში მოხდა. ინტოქსიკაციის სიმპტომებით 50 წლისა და 26 წლის ქალბატონები, ასევე 4 თვის ჩვილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა სავაადმყოფოში გადაიყვანეს.

შუახნისა და ახალგაზრდა ქალბატონები, ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში არიან მოთავსებული, 4 თვის ჩვილი კი - რუსთავის ბავშვთა საავადმყოფოში. ექიმების ინფორმაციით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი