დღეს დასავლეთ საქართველოში ძლიერი ქარია მოსალოდნელი. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან აცნობეს, 1 აპრილს დასავლეთ საქართველოში თბილი და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ზოგან იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ტემპერატურა დღისით +19, +24 გრადუსამდე მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ რაიონში კი შესაძლოა მცირე ნალექი აღინიშნოს.
თბილისში საღამოს და ღამის საათებში მცირე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსის ფარგლებში დაფიქსირდება.