ბელორუსის პრეზიდენტმა ბიზნესმენებს მოუწოდა, რუსეთის ალტერნატიული ბაზრები ეძიონ

ბელორუსის პრეზიდენტმა ბიზნესმენებს მოუწოდა, რუსეთის ალტერნატიული ბაზრები ეძიონ

ბელორუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშნეკომ ბელორუს ბიზნესმენებს მოუწოდა, რუსეთის ალტერნატიული ბაზრები ეძიონ. ria.ru-ს ინფორმაციით, ამის მიზეზი რუსეთის მხრიდან ბელორუსული სოფლის მეურნეობის რამდენიმე პროდუქტის რუსეთში იმპორტის აკრძალვა სახელდება.

ლუკაშენკოს განცხადებით, მას სურს რუს კოლეგა ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა და განხილვა საკითხებისა, რომელიც ამ აკრძალვას ეხება. თუმცა, ამავდროულად ბელორუს ბიზნესმენებს მოუწოდა, ბაზრის გაფართოებაზე იფიქრონ.

„თუ რუსეთს ჩვენი არ ესმის და არ უნდა, რომ ესმოდეს, მოდი შევხვდეთ პუტინს ინაუგურაციის შემდეგ, გავიაროთ დეტალურად ყველა საკითხი. უნდა გავერკვეთ, რა ხდება. თუ მათ გადაწყვიტეს ჩვენი დამცირება, არავინ იცის რის გამო, მაშინ ჩვენ საკუთარ ბედნიერებას სხვაგან ვიპოვით. ამიტომ ეძიეთ ახალი ბაზრები. არ შეიძლება მხოლოდ ერთ ბაზარზე იყოთ მუდამ დამოკიდებული“, - განაცხადა პრეზიდენტმა ლუკაშენკომ.

მისივე თქმით, რუსეთში ახალზელანდიური მშრალი რძე შეიტანეს. „ვიღაც მიიღებს „ატკატებს“ მშრალი რძისგან. ჯერ ეს ერთი რა მოიტანეს, რითი კვებავენ ხალხს. თუმცა ეს მათი პრობლემაა. მათ ეს არ ესმით და არც უნდათ გაიგონ, რადგან ყველგან „ატკატებია“, - განაცხადა ლუკაშენკომ.

უკვე რამდენიმე წელია რუსეთი და ბელორუსი სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმპორტთან დაკავშირებით კამათობენ, კერძოდ, რძისა და ხორცის პროდუქციაზე. „როსსელხოზნადზორი“ პერიოდულად აწესებს ემბარგოს ბელორუსულ პროდუქტებზე ხარისხთან დაკავშირებული პრობლემების საბაბით. მაგალითად მიმდინარე წლის თებერვალში რუსეთმა ბელორუსიდან რძის პროდუქტებისა და ხორცპროდუქტების შეტანა აკრძალა.

აღნიშნულ ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

ინდოეთში დღე-ღამეში კორონავირუსის 90 000-ზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, რაც მსოფლიოში რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

გუშინ საპროტესტო აქციების დროს 91 ადამიანი დააკავეს - ბოლო ცნობები ბელარუსიდან

ბეირუთის მასშტაბური აფეთქებიდან 30 დღის შემდეგ, ნანგრევებში "სიცოცხლის ნიშნებს" მიაკვლიეს - "შესაძლოა, იქ ვინმე ცოცხალი იყოს"