როგორი ამინდი იქნება 2-3 აპრილს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში

როგორი ამინდი იქნება 2-3 აპრილს თბილისსა და საქართველოს რეგიონებში

2 აპრილს საქართველოში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +22, +27, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +17, +22 გრადუსია მოსალოდნელი. 3 აპრილს ქვეყნის ტერიტორიის უმეტეს ნაწილზე მოსალოდნელია წვიმა, მაღალ მთაში ზოგან თოვლი, იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა + 10, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

2 აპრილს თბილისში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა +17, +19 გრადუსამდე მოიმატებს. 3 აპრილს შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს. დროგამოშვებით იქროლებს ჩრდილო - დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა +13, +15 გრადუსამდე დაიკლებს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი