მოგზაურობა ბარსელონაში, Iphone X, "მარშალის" დინამიკი და სკეიტბორდები- გრანდიოზული გათამაშება, სადაც ყველა ბილეთი მომგებიანია

მოგზაურობა ბარსელონაში, Iphone X, "მარშალის" დინამიკი და სკეიტბორდები- გრანდიოზული გათამაშება, სადაც ყველა ბილეთი მომგებიანია

გიოცნებიათ ბარსელონაში მოგზაურობაზე? იქნებ სკეიტბორდი გიტაცებთ ან "მარშალის" დინამიკი გინდათ, რომელშიც მუსიკის ხმა მართლაც განსაკუთრებულად ისმის. მაშინ ეს გათამაშება ზუსტად თქვენთვის არის! პალიტრა L- ი ყველა წიგნის მოყვარულს აძლევს საშუალებას მოიგონ მათთვის განკუთვნილი ორკაციანი საგზური ბარსელონაში ჯეიზისა და ბიონსეს კონცერტებზე, ასევე, Iphone X, "მარშალის" დინამიკი და სკეიტბორდები. ამისათვის კი მხოლოდ ერთი რამ არის საჭირო- ბიბლუსის მაღაზიათა ქსელში შეიძინოთ 10 ლარის ღირებულების წიგნი "ლიბერთინსისა" და "ლიბერქიდსის" სერიიდან და თქვენ ავტომატურად ერთვებით გათამაშებაში.

აღსანიშნავია რომ გათამაშებამ პირველი აპრილიდან აიღო სტარტი და მასში უკვე აქტიურად ჩაერთვნენ წიგნის მოყვარულები.

"ლიბერთინსიც" და "ლიბერქიდსიც" უკვე დიდი ხანია მკითხველს სიურპრიზებით ანებივრებს. ამჯერად მათ შევთავაზეთ გათამაშება #იკითხედამოიგებ, რომლის ფარგლებში მკითხველს უპრეცედენტო საჩუქრები გადაეცემა. გათამაშება ორ ეტაპად წარიმართება. აღსანიშნავია, რომ პირველ ეტაპზე ყველა ბილეთი მომგებიანია. რაც იმას ნიშნავს რომ, წიგნებში დახარჯულ ყოველ 10 ლარზე მყიდველი გათამაშების ერთ ბილეთს მიიღებს, ამის შემდეგ უნდა უპასუხოს შეკითხვას და სწორი პასუხის შემთხვევაში მიიღებს მომენტალურ პრიზს. ეს შეიძლება იყოს წიგნი ან წიგნთან დაკავშირებული რაიმე აქსესუარი.

მეორე ეტაპზე კი გამარჯვებულს გადაეცემა ორკაციანი საგზური ბარსელონაში, სადაც მას შესაძლებლობა ექნება დაათვალიეროს ევროპის ეს ულამაზესი ქალაქი და დაესწროს მსოფლიო ვარსკვლავების, ბიონსესა და ჯეიზის კონცერტს. ასევე გათამაშდება Iphone X, "მარშალის" დინამიკი და სქეითბორდები, ანუ ყველა ის ნივთი, რომლებიც თინეიჯერებს განსაკუთრებულად უყვართ.“- "პალიტრა L"-ის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი ნათია მეტრეველი.

მკითხველმა უკვე კარგად იცის გამომცემლობა "პალიტრა L"-ის ორი ყველაზე წარმატებული პროექტის შესახებ. "ლიბერთინსი" უკვე სამ წელზე მეტია, ქართველ თინეიჯერებს მსოფლიო ბესტსელერებით ანებივრებს. ლიბერთინსელები სწორედ ის მოზარდები არიან, რომლებიც, პროექტის კონცეფციიდან გამომდინარე, თავად არჩევენ და რეკომენდაციას უწევენ ლიტერატურას, რომელიც ქართველ თინეიჯერებამდე უკვე მშობლიურ ენაზე თარგმნილი და გამოცემული უნდა მივიდეს. რაც შეეხება "ლიბერქიდსს", მასში ბავშვებთან ერთად მშობლები და მასწავლებლებიც არიან ჩართული. ისინი ბავშვებთან ერთად არჩევენ მხატვრულ ლიტერატურას 8-12 წლის ასაკის მკითხველებისთვის.

გრანდიოზული გათამაშების ფინალური ღონისძიება მაისში, წიგნის ფესტივალის დახურვის დღეს გაიმართება, სადაც კიდევ ერთი საჩუქარი ელოდება მკითხველებს. აღსანიშნავია, რომ გრანდიოზულ პრიზებს "ლიბერთინსისა" და "ლიბერქიდსის" გამარჯვებულებისთვის „გიკი გოგოს“ ავტორი ჰოლი სმეილი გაათამაშებს. ჰოლი სმეილი ქართველი თინეიჯერებისთვის უსაყვარლესი და ძალიან პოპულარული ავტორია. ის საქართველოს მაისში ეწვევა წიგნის ფესტივალის საპატიო სტუმრის სტატუსით და მკითხველთან შეხვედრებს გამართავს. გათამაშების #იკითხედამოიგებ გამარჯვებულებს კი შესაძლებლობა ექნებათ გაიცნონ მსოფლიოში აღიარებული, "ნიუ-იორკ თაიმსის" ბესტსელერების მწერალი.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს