ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერის ნაწილი ჩამოვარდა, რასაც მცირეწლოვანი შემთხვევით გადაურჩა

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერის ნაწილი ჩამოვარდა, რასაც მცირეწლოვანი შემთხვევით გადაურჩა

ქუთაისში სოციალურ საცხოვრისში ჭერის ნაწილი ჩამოვარდა. შემთხვევა ერთ-ერთი მობინადრის აბაზანაში მოხდა. მეზობლები ყვებიან, რომ დედას ნგრევის ხმა მოესმა და მცირეწლოვანი ბავშვის აბაზანიდან გამოყვანა მოასწრო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

"ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ჭერი ვარდება. შენობა უხარისხოდაა ნაშენები და ჩვენი სიცოცხლე საფრთხეშია", - განუცხადა "ინტერპრესნიუსს" სოციალურ საცხოვრისში მცოვრებმა მზევინარ მიქაძემ.

სოციალურ საცხოვრისში 80 ოჯახი ცხოვრობს. ნიკეას ქუჩაზე 5-სართულიანი ნაგებობა ქუთაისის მერიამ უსახლკარო მოქალაქეებისთვის გასულ წელს ააშენა და სპეციალურმა კომისიამ საცხოვრისში საცხოვრებლად რამდენიმე ასეული განცხადებიდან 80 ოჯახი შეარჩია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი