გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ უბანს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. როგორც “ინტერპრესნიუსს“ კომპანია “თელასიდან“ აცნობეს, საბურთალოს რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), 26 მაისის მოედნის, კოსტავას, ბახტრიონის, სულაკაურის, იოსებიძის, ხვიჩიას და საბურთალოს ქუჩების მცხოვრებლებს.
10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პოლიტკოვსკაიას, მინდელის და ანჯაფარიძის ქუჩების მცხოვრებლებს. 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეტრე იბერის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მცხოვრებლებს. გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 12:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის და სტრაბონის ქუჩის მცხოვრებლებს.
გლდანის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი გლდანის, გლდანის მასივის I, VII მიკრორაიონების, მეტრო ახმეტელის მიმდებარე ტერიტორიის, ჭედიას, შუშის, შეშელიძის, ხევძმარის, ხიზაბავრის, გობრონიძის, ხიზანიშვილის, ქერჩის, გოგიაშვილის და რაზიკაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
სამგორის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 I მიკრორაიონის მცხოვრებლებს. გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.
ვაკის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ბაგების დასახლების, უჩანეიშვილის და იმედაძის ქუჩების მცხოვრებლებს.
დიდუბის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცემის და თევდორე მღვდლის ქუჩების მცხოვრებლებს.
მთაწმინდის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), გრიბოედოვის და ზუბალაშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.
კრწანისის რაიონში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი თელეთის, ფონიჭალის დასახლების, ჟორდანიას, ლომინაძის, სურგულაძის, ღოღობერიძის და თელეთის ქუჩების მცხოვრებლებს.
ჩუღურეთის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ხუდადოვის, ღუდუშაურის, მიხეილ მესხის, გურამ ასათიანის, ტყეკულტურის და სტურუას ქუჩების მცხოვრებლებს.
ნაძალადევის რაიონში გეგმური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მეტრო სარაჯიშვილის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის და გვაზაურის ქუჩის მცხოვრებლებს.
“კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება“, - აცხადებენ კომპანიაში.
გარდაა ამისა, ახალი აბონენტების გაზის ქსელზე დაერთების მიზნით, 3 აპრილს, 23:00 საათიდან თბილისის რამდენიმე ქუჩას გაზმომარაგება შეუწყდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „ყაზტრანსგაზიდან“ აცნობეს, გაზმომარაგება შეუწყდება კ.შევარდენიძის, გ.კარტოზიას, ყაზბეგის გამზირის №18, 20, 25-ში მდებარე შპს „მ2 -ყაზბეგზე“-ს, ზაქარიაძის, ასათიანის, ვაჟა-ფშაველას გამზირის №37, 39, ვაჟა-ფშაველას ჩიხსა და შესახვევში მდებარე კორპუსების, შ.ნუცუბიძეს №2-დან №50 ნომრების ჩათვლით, დელისის ქუჩის დასაწყისს, დელისის №3-ში შპს „ჯი სი დი ჯგუფის“, ასევე თამარაშვილის ქ.№13-ში მ2-ის ტერიტორიაზე არსებული საცხოვრებელი კორპუსების, ზემო ვეძისის, ვ.ჩიქოვანის, მეგრელაძის ქუჩების კერძო სექტორის მოსახლეობის ნაწილს, ასევე, აღნიშნულ ტერიტორიაზე განთავსებულ კომერციულ ობიექტებს, მათ შორის რეპუბლიკურ საავადმყოფოს, სამედიცინო უნივერსიტეტს, ავერსის კლინიკას, დაავადებათა კონტროლის ცენტრს და სხვ.
გაზის მიწოდების ეტაპობრივი აღდგენა დაიწყება 4 აპრილს 09:00 საათიდან და დასრულდება 16:00 საათამდე.
შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" ბოდიშს უხდის აბონენტებს დისკომფორტისთვის და მოუწოდებს მათ არ დატოვონ უყურადღებოდ გაზის დანადგარები, ხოლო ონკანები ჰქონდეთ დაკეტილ მდგომარეობაში. მოქალაქეების მიერ უსაფრთხოების წესების შეუსრულებლობით გამოწვეულ შედეგებზე შპს "ყაზტრანსგაზ-თბილისი" პასუხისმგებლობას იხსნის.