ცხენის და ვირის ხორცი ხინკალში, ბლინში და ქაბაბში - რომელ საწარმოებში გამოავლინა დარღვევები სურსათის სააგენტომ

ცხენის და ვირის ხორცი ხინკალში, ბლინში და ქაბაბში - რომელ საწარმოებში გამოავლინა დარღვევები სურსათის სააგენტომ

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ხორცისა და ხორცპროდუქტების ნიმუშების შემოწმებისას, 9 პროდუქტში ცხენისა და ვირის ხორცი გამოავლინა.

როგორც სურსათის ეროვნული სააგენტო იტყობინება, თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა ქალაქში არსებული ნახევარფაბრიკატების საწარმოებიდან, ხორცპროდუქტების სარეალიზაციო ობიექტებიდან და აგრარული ბაზრებიდან ხორცისა და ხორცპროდუქტების 20 ნიმუში აიღეს. სახეობრივი კვლევის (ცხენის და ვირის ხორცის იდენტიფიცირება) პროგრამის ფარგლებში, ლაბორატორიულად შემოწმდა მსხვილფეხა პირუტყვის ხორცი, ხინკალი, გუფთა, ბლინი, ქაბაბი და ბასტურმა. 7 ნიმუშში აღმოჩნდა ცხენის ხორცი, ხოლო 2 ნიმუშში როგორც ცხენის, ასევე, ვირის ხორცი. მწარმოებლები ბაზარზე მავნე სურსათის განთავსების გამო 1000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ დაევალათ სურსათის ბაზრიდან გამოთხოვა, რაზეც ზედამხედველობას სურსათის ეროვნული სააგენტო განახორციელებს.

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მიკვლევადობის პრინციპით შეამოწმა ინდმეწარმე დავით წოწკოლაურის კუსტარული წარმოება, სადაც გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დარღვევები და დიდი რაოდენობით საეჭვო წარმომავლობის ხორცი, რომელიც დაილუქა და სააგენტოს ზედამხედველობით განადგურდება. საწარმოს საქმიანობის უფლება შეუჩერდა.

იხილეთ კადრები საწარმოებიდან

დარღვევის მქონე ბიზნესოპერატორების ჩამონათვალი:

ამირან გამყრელიძე ასახელებს თარიღს, როცა კორონავირუსის მესამე ტალღის პიკს უნდა ველოდოთ

"ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა გაიზარდა, 4400 საწოლიდან 3600 დაკავებულია, კოვიდსასტუმროების დამატების საჭიროებაც გამოიკვეთა" - თამარ გაბუნია

რა გადაწყვეტილებები მიიღეს საკოორდინაციო საბჭოზე შეზღუდვებთან დაკავშირებით - საბჭო მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს