"სილქნეტმა" და National Geographic-მა შემეცნებითი საღამო მოაწყვეს

"სილქნეტმა" და National Geographic-მა შემეცნებითი საღამო მოაწყვეს

National Geographic Channel-ზე 10-ეპიზოდიანი დოკუმენტური სერიალის One Strange Rock ჩვენება დაიწყო. ამ სამეცნიერო ფილმის რეჟისორი დარენ არანოვსკია ("შავი გედი"; "დედა"; "პი"; "რესტრელი"; "ნოე"). ფილმში მსახიობი უილ სმიტი და გამოცდილი ასტრონავტები გაერთიანდნენ, რომ მოგვითხრონ - როგორ და რატომ წარმოიშვა სიცოცხლე დედამიწაზე.

სერიალი მაყურებელს ახალ ცოდნას, საინტერესო აღმოჩენებს და შთაბეჭდილებებს ჰპირდება.

კომპანია "სილქნეტმა" ამ შემეცნებითი პროექტის პრეზენტაცია და ფილმის პირველი ეპიზოდის ჩვენება მზიურის ამფითეატრში გამართა. პროფესორმა ზაზა ოსმანოვმა წაიკითხა საჯარო ლექცია "სხვა თვალით დანახული დედამიწა". SilkTV-ის მაყურებელი National Geographic-ის ამ მასშტაბური დოკუმენტური პროექტის ყოველ ახალ ეპიზოდს კვირაობით 19:00 საათზე იხილავს. ათსერიანი შოუ გახდება მოგზაურობა მიწასა და კოსმოსს შორის. ასტრონავტები, რომლებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა საკუთარი თვალით დაკვირვებოდნენ დედამიწას კოსმოსიდან, მაყურებელს მოუთხრობენ სიცოცხლის წარმოშობაზე, გარდაცვალებაზე, ადამიანურ ინტელექტზე. თუ ოდესმე გიფიქრიათ როგორ აღმოჩნდა ჩვენი პლანეტა იქ, სადაც ახლაა, როგორ ინარჩუნებს ის სიცოცხლისუნარიანობას, რით საზრდოობს და გვასაზრდოებს - პასუხებს შემეცნებით სერიალში One Strange Rock მიიღებთ.

R

სადაზღვევო კომპანია პრაიმში მასშტაბური აქცია დაიწყო! - დააზღვიე ავტომობილი და დაიბრუნე გადახდილი თანხის ნახევარი!

როგორ შევარჩიოთ გათბობის სისტემა სწორად? - სპეციალისტის რჩევები

სასარგებლო რჩევები ავტომფლობელთათვის